სავაჭრო მოლაპარაკება მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის, ოქტომბერში განახლდება. განცხადება დღეს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გააკეთა.
პეკინის განცხადებას ერთი დღით უსწრებდა წინ სავაჭრო ტარიფების მორიგი რაუნდი. მხარეებმა ერთმანეთს საექსპორტო საქონელზე ახალი ტარიფები დაუწესეს, რაც იმას ადასტურებს, რომ ე.წ. სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის ისევ გრძელდება.
მოლაპარაკება მათ შორის ვაშიგნგტონში გაიმართება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ორივე ქვეყანა გამოხატავს მზადყოფნას, რომ მოლაპარაკებისთვის "სასურველი პირობები" დაკმაყოფილდეს.
Facebook Forum