ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცნობი სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, შეერთებულ შტატებს ჩინეთიდან პერსონალი გამოჰყავს


შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ამერიკელი საჯარო მოხელეების ჯანმრთელობის მდგომარეობის უცნობი სიმპტომების გამო, ადამიანების „გარკვეული რაოდენობა“ სამშობლოში დააბრუნა.

გასულ თვეში სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ განიცდიდნენ „ოდნავ შესამჩნევ და გაურკვეველ, მაგრამ ბგერების და წნევის არანორმალურ შეგრძნებას“ და მათ ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამას „სერიოზული სამედიცინო ინციდენტი“ უწოდა.

გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კუბაში მომუშავე პერსონალმა და მათი ოჯახების წევრებმა სხვადასხვა სიმპტომების სპექტრი უჩვეულო ხმის გაგონების შემდეგ განიცადეს, მაგრამ ამის მიზეზი დღემდე უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG