ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსკოვში, ჯონ ჰანტსმანი პოსტს 3 ოქტომბერს დატოვებს.
„ამერიკის მოქალაქეობა პრივილეგიაა და მე მჯერა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობაა ის, რომ ემსახურო ქვეყანას“ დაწერა ჰანსტმანმა გადადგომის წერილში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სამშაბათს ჩააბარეს. „ჩემთვის პატივია, რომ ნდობა გამომიცხადეთ და რუსეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დამნიშნეთ ამ ისტორიულად რთულ პერიოდში“- ნათქვამია ელჩის წერილში. წერილის სრული ვერსია „The Salt Lake Tribune“-ში გამოქვეყნდა, რომელიც ელჩის ძმას ეკუთვნის.
„ჩვენ პატივს ვცემთ მას, როგორც პროფესიონალს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ მდგომარეობაში, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ამერიკასთან მიმართებაში, ვიაზრებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები შეუძლებელია“- თქვა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ელჩის გადადგომასთან დაკავშირებით.
ელჩის გადადგომა შეაფასა კრემლის პოლიტიკის გამტარებელმა, საგარეო საქმეთა პოლიტიკის ბლოგერმა ალექსეი პუშკოვმაც, რომელმაც თავის ტვიტერზე დაწერა: „მას არ შეეძლო გაეუმჯობესებინა, ან გაეუარესებინა (ურთიერთობები), რადგან უფრო მეტად გასაუარესებელი აღარაფერი იყო“.
ჯონ ჰანტსმანი რუსეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად 2017 წლის ოქრომბერში დაინიშნა.
Facebook Forum