ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სერჟანტი დანაშაულს აღიარებს


რობერტ ბეილიმ შესაძლოა სიკვდილით დასჯა აირიდოს

გასულ წელს 16 ავღანელი სამოქალო პირის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სერჟანტი თავს დამნაშავედ ცნობს, რათა სიკვდილით დასჯა აირიდოს თავიდან. ამის შესახებ სერჟანტ რობერტ ბეილის ადვოკატმა ჯონ ჰენრი ბრაუნმა განაცხადა. მისი თქმით, სერჟანტი მომდევნო სასამართლო სხდომაზე დანაშაულის განზრახ ჩადენეას აღიარებს.

„დღეს ვაცხადებთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის აიცილებს სიკვდილით დასჯას თუ სასამართლოზე დანაშაულს აღიარებს,“ - განაცხადა ადვოკატმა ბრაუნმა.
სასამართლო სხდომა ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში 5 ივნისს გაიმართება
XS
SM
MD
LG