ავღანეთის საერთაშორისო ძალების მეთაურმა თეთრ სახლს 3 თვის წინ მიმართა და ომით გადაღლილ ქვეყანაში გარდატეხის შეტანის მიზნით, რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატება მოითხოვა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია - აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი. მან ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, თავი შეიკავონ და ნუ გაუსწრებენ წინ მოვლენებს.
ოფიციალური პირები “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობენ, რომ ავღანეთის თავდაცვის საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბრიფინგი ჯერ არ გამართულა და ის მაისში, მოგვიანებით იგეგმება. ექსპერტები, მათ შორის ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული თავდაცვის ცენტრის დირექტორი ტომას სპორიცაა, მოელიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში საერთაშორისო ძალების კონტინგენტს გაზრდის.
Facebook Forum