ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარდის სუნი ქართულ პოლიტიკაში


მარნეულის მერმა მოქალაქე აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით სახე მოებანა
მარნეულის მერმა მოქალაქე აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით სახე მოებანა

36 წლის თემურ აბაზოვს, რომელიც 2017 წლიდან ქალაქ მარნეულის მერია, „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო“ 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა აბაზოვმა „ძალადობით, მოქალაქე აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით სახე მოებანა“.

მარნეულის მერი სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის შემდეგ დააპატიმრეს, სადაც მოთხრობილი იყო, მარნეულში საჯარო მოხელეებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს როგორი ფორმით მოახდევინეს ბოდიში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის უშვერი სიტყვებით გინებისთვის.

თემურ აბაზოვი პრემიერ კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად
თემურ აბაზოვი პრემიერ კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ ალიევთან ერთად

პროკურატურამ მარნეულის მერის გარდა, ასევე დააკავა თემურ აბაზოვის ნათესავი ე.გ და მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი. გამოძიების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი ასევე „ქართული ოცნების“ წევრი ელჩინ ალახვერდიევია.

10 ივნისს, საკუთარ პარტიაზე განაწყენებული ელჩინ ალახვერდიევი თბილისში, საპროტესტო აქციას შეუერთდა და ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, ივანიშვილს და აბაზოვს აგინა. იმავე ღამით, ალახვერდიევი მარნეულში, „ჟეჟებეს“ რესტორანთან ახლოს წაიყვანეს, სადაც მას ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბოდიშის მოხდის "პროცესი" გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს. პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს:

მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში, შემდეგ ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“
ჯარჯი წიკლაური, პროკურორი

„მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი მეუღლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მერმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“.

სანამ 10 ივნისს, ღამით მარნეულის მერის ხელმძღვანელობით, რომელიც კიკბოქსინგით არის გატაცებული, საჯარო მოხელეები ელჩინ ალახვერდიევზე იძალადებდნენ, იგი მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაიბარეს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ოფისში ალახვერდიევს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი, ასევე მუსლიმი სასულიერო პირები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ, პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი და ქვეყნის ყოფილი მთავარი ახუნდი ალი ალიევი, რომელიც ამჟამად „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლია საქართველოში.

შეხვედრაზე ელჩინ ალახვერდიევისგან ითხოვდნენ პასუხს თუ რატომ ან ვისი დავალებით აგინა მან ბიძინა ივანიშვილსა და თემურ აბაზოვს. გამოძიების ინფორმაციით, ელჩინ ალახვერდიევს ფიზიკურად „ნაციონალი“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც გაუსწორდა,

ამის გამო პარლამენტის წევრი პასუხისგებაში მისცეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ელის. სულეიმანოვი დღეს პროკურატურაში გამოიკითხა. ჯერჯერობით, უცნობია საკანონმდებლო ორგანო მოუხსნის თუ არა მას სადეპუტატო იმუნიტეტს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი აზერ სულეიმანოვი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი აზერ სულეიმანოვი

აზერ სულეიმანოვი, რომელიც უკვე 14 წელია პარლამენტარია (1999-2003 „მოქალაქეთა კავშირი“, 2008-2018 „ნაციონალური მოძრაობა“) ყველა ბრალდებას უარყოფს:

ეს ბიჭი იყო ჩვენთან ოფისში, ვუთხარი რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, ეს არის უნამუსობა მეთქი. იგი წავიდა, ამის შემდეგ რა მოხდა, ვინ გადაიღო ის კადრები, აზრზე არა ვარ“
აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი

„ელჩინ ალახვერდიევი რამდენიმე წელია უკვე "ქართული ოცნების" წევრია, ყველა არჩვენებზე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. მას შემდეგ რაც მან „ოცნების“ წევრებს აგინა, ეს ბიჭი იყო ჩვენთან ოფისში, ვუთხარი რატომ ლაპარაკობ ჩვენი პარტიის სახელით, ეს არის უნამუსობა მეთქი. იგი წავიდა, ამის შემდეგ რა მოხდა, ვინ გადაიღო ის კადრები, აზრზე არა ვარ.“

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში „ელიტა ბურჯში“ (2007-2015) და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“ (2012) მუშაობდა. 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად
თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად

2015 - 2017 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პოლიციის ატაშე იყო, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

მარნეულის მერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა
მარნეულის მერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG