ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზუგდიდში ბანკის შენობაში სპეცრაზმი იმყოფება


"საქართველოს ბანკის" ტერიტორიაზე შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ბანკის გარე პერიმეტრზე გათიშულია გარე განათება. შენობაში შევიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები.

გარკვეული გადაადგილება შეინიშნება შენობაშიც. მძევლების დიდი ნაწილი უკვე თავისუფალია. ისინი ტოვებენ შენობას. მძევლები, რომლებიც უკვე გათავისუფლდნენ ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, "პოლიტიამ მოიტანა ფული, გათავისუფლებულია ბევრი მძევალი დარჩენილი ვართ სამი ადამიანი." ადგილზე სროლის ხმა არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG