ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ვატიკანს ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ერთ-ერთმა კომიტეტმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა და ვატიკანს ბავშვების უფლებების შელახვაში დადანაშაულებული თითოეული სასულიერო პირის სამსახურიდან გათავისუფლება და სამართალდამცავი უწყებებისთვის გადაცემა მოსთხოვა.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ვატიკანს მოუწოდა აღიაროს ეკლესიაში ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ათობით ათასი შემთხვევა და გაეროს ამ თემასთან დაკავშირებით ეკლესიის არქივი გადასცეს.
ეს მოთხოვნა გაეროს მიერ იანვარში ვატიკანის წარმომადგენლების დაკითხვის შედეგად გამოქვეყნდა. ბავშვთა უფლებების კომიტეტი “ღრმადაა შეშფოთებული” იმით, რომ ეკლესია არ აღიარებს დანაშაულის მასშტაბურობას, არ იღებს სათანადო ზომებს ვითარების გამოსასწორებლად და მღვდლებს უფლებას აძლევს გააგრძელონ საქმიანობა სათანადო შედეგების გარეშე.
რომის პაპმა ფრანცისკემ დეკემბერში კომისია შექმნა, რომელიც ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევას შეისწავლის.

ვატიკანი მწუხარებას გამოთქვამს გაეროს ანგარიშთან დაკავშირებით, რადგან მისი დასკვნითი ნაწილი კათოლიკური ეკლესიის საქმეებში ჩარევაა. ვატიკანი ასევე აცხადებს, რომ ეკლესია ბავშვის უფლებების დაცვის ერთგული რჩება.

XS
SM
MD
LG