ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი კომიკოსის წარმატებული სვლა პრეზიდენტობისკენ


თუ უკრაინის არჩევნების პირველი ტური ტელესერიალში აგერიათ, თქვენ მარტო არ ხართ. კვირას, 31 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოპულარულმა მსახიობმა, რომელსაც ყველაზე კარგად მისი როლით იცნობენ, სერიალში „ხალხის მსახური“, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ზელენსკი სკოლის მასწავლებელს თამაშობს, რომელიც პრეზიდენტი ხდება,

ვოლოდიმირ ზელესნკის დიდი უპირატესეობით გამარჯვებამ კვირას, უკრაინის პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. მან ხმების 30 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გავიდა, ხოლო ხმების 13 პროცენტით მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გავიდა. .

ზელენსკის მხარდამჭერებისთვის, კომიკოსის გამარჯვება ლოგიკურია.

„ჩვენ, რომ ზელენსკი არ გვყოლოდა, მას გამოვიგონებდით. ახალი ადამიანი გვჭირდება, პირდაპირი დემოკრატიის ჩემპიონი. ის ნამდვილია, განსხსვავებული და სამოქალაქო საზოგადოებას ახარებს. მის მხარდამჭერებს და მოხალისეებს ფული ან სარგებლის ხედვა არ აერთიანებთ, არამედ რეალური დემოკრატიული რეფორმის იდეა“, - ამბობს ირინა ვენედიკტოვა, იურისპრუდენციის პროფესორი და ზელენსკის მრჩეველი.

კრიტიკოსები, მათ შორის პეტრო პოროშენკოც, რომელიც ზელენსკის 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, აცხადებენ, რომ სატელევიზიო კომიკოსი რეალობას და ფიქციას შორის ზღვარს შლის.

პოროშენკო აცხადებს, რომ კანდიდატად გადაქცეული კომიკოსი სუსტი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იოლად შეიძლება მოტყუებული და გამოყენებული იქნას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ.

პოროშენკოს თქმით, რუსეთის ლიდერი ოცნებობს „რბილ, დამთმობ, ჩუმ, მოხითხითე, გამოუცდელ, სუსტ, იდეოლოგიურად ამორფულ და პოლიტიკურად გაურკვეველ პრეზიდენტზე“.

„ვაჩუქებთ მას ამას?“, - მიმართა ამომრჩეველს პოროშენკომ.

მხარდამჭრებთან საუბრისას, ხმის დათვლის პროცესში, ზელენსკიმ მათ მადლობა გადაუხადა და თქვა, „ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ დავისვენებთ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია დიდი გამარჯვებისკენ“.

თუმცა რა გამარჯვებაა ეს? მიმომხილველები ამბობენ, რომ განსხვავებით წარსული არჩევნებისა, ზელენსკის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არიან გადანაწილებული. დასავლეთ უკრაინის გამოკლებით, მას უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ზელენსკის მხარდამჭერების უმეტესობა კორუმპირებულ, ოლიგარქების მიერ დომინირებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას აპროტესტებს. რთულია იმის თქმა, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება ზელენსკი, რადგან მან ძალიან ცოტა ისაუბრა საკუთარ პროგრამაზე თუ გეგმებზე.

მისი კამპანია სოციალურ მედიაზე განთავსებულ ვიდეოებს ეყრდნობოდა, რომელიც ისტებლიშმენტს და პოლიტიკურ ელიტას აკრიტიკებდა, უპირველესად პოროშენკოს. პოროშენკო, 53 წლის მილიარდერი და მედია მაგნატი, რომელსაც „შოკოლადის ხელმწიფედ“ მოიხსენიებენ, მისი ბიზნესის გამო, ხელისუფლებაში 2014 წელს „ევრო-მაიდნის“ რევოლუციის შემდეგ მოვიდა.

ზელენსკის პოლიტიკური აქციები არ ჩაუტარებია და არც პოლიტიკური გამოსვლებით გამოირჩეოდა. იმ რამდენიმე ინტერვიუში, რომელიც მან პრესას მისცა, პოლიტიკური გეგმების დეტალურ განხილვას ერიდებოდა. ნაცვლად, მან უკრაინელებს თხოვა მიეწოდებინათ მისთვის კამპანიის იდეები.

ზელენსკი პრო-ევროპული კანდიდატია და ამასთან, რუსეთთან კონფლიქტის გადაწყვეტაზე საუბრობს - თუმცა არ გააჩნია კონკრეტული გეგმა. მისი მანტრა, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში „არა დაპირება, არა უკმაყოფილება“ იყო. მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მან უმეცრება უპირატესობად გამოიყენა.

კვირას, ზელენსკიმ შეინარჩუნა სტილი და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა.

„გასაოცარია, ზელენსკი საკუთარ საარჩევნო ცენტრში მივიდა. მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს და არ აკეთებს არანაირ განცხადებას, არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, რამდენიმე წინადადების მიღმა“, - დაწერა ადრიან კარატნიცკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. კარატნიცკი ზელენსკის კრიტიკოსი და „ატლანტიკური საბჭოს“ მიმომხილველია.

ზელენსკის წარმატებამ დასავლეთში ბევრი გაკვირვებული დატოვა. მიუხედავად ბევრის უკმაყოფილებისა პრეზიდენტ პოროშენკოს პოლიტიკით და იმ ფაქტით, რომ მან ვერ მოახერხა კორუფციის აღმოფხვრა, ისინი ამბობენ, რომ ის გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. ზელენსკის, კი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია.

თუმცა, მისი მომხრეები ამბობენ, რომ მისი გამოუცდელობა მისი სიძლიერეა. „ეს მას დაეხმარება იპოვოს პრობლემების პრაქტიკული და ინოვაციური გადაჭრის გზები“, - ამბობს ვენედიკტოვა. ის უარყოფს პარალელს ზელენსკისა და იტალიელ კომიკოსს პეპო გრილოს შორის, რომელმაც იტალიაში ანტი-ელიტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ დააფუძნა და რომელიც ახლა იტალიის პოპულისტურ კოალიციაშია "ჩრდილოეთის ლიგასთან" ერთად.

„ის არ გავს გრილოს“, - ამბობს ის. „მე მას შევადარებდი ფრანგ ლიდერს, ემანუელ მაკრონს, ცენტრისტს, რომელიც შეხედულებათა ფართო სპექტრს წარმოადგენს“, - ამატებს ის.
შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, პოროშენკომ, რომელიც მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას, სამხედრო რეფორმას ემხრობოდა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცადა, განაცხადა, რომ პირველმა ტურმა მას „მწარე გაკვეთილი“ მისცა. მან თქვა, რომ ის მიხვდა ამომრჩეველს „უფრო სწრაფი, ღრმა და მაღალი ხარისხის ცვლილებები სურს“. „მე მივხვდი თქვენი პროტესტის მიზეზს“, - თქვა მან.

თუმცა, რთულია იმის თქმა, როგორ მოახერხებს პოროშენკო მისი კამპანიის შემოტრიალებას და ზელენსკისთან გამკლავებას. ორივე კანდიდატი ახლა ცდილობს იმ ოპონენტების მხარდაჭერა მოიპოვონ, რომლებმაც ვერ მოიპოვეს წარმატება პირველ ტურში. განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

პოროშენკო, მეორე ტურამდე სავარაუდოდ, უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს ზელენსკის კავშირებზე უკრაინელ ოლიგარქ იგორ კალამოისკისთან. კალამოისკი იმ უკრაინული ტელეარხის, „1+1“-ის მფლობელია, რომელზეც ზელენსკის ტელეშოუ „ხალხის მსახური“ გადიოდა.

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, “ხალხის მსახურის“ ახალი სერიები გავიდა ეთერში და არჩევნებამდე ტელეარხმა, ტელეშოუს ძველი სერიები გაიმეორა.

ზელენსკი უარყოფს მოსაზრებას, რომ ის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურის, კალამოისკის მარიონეტია. თუმცა სავარაუდოდ, პოროშენკოს საარჩევნო კამპანია სწორედ ამ მიმართულებით მიიტანს მასზე შეტევას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG