ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მაღაროელები დაიღუპნენ


აფეთქება აღმოსავლეთ უკრაინის, მინერალებით მდიდარ დონეცკის რეგიონში მოხდა

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ორშაბათს, სახელმწიფოს კუთვნილ ქვანახშირის მაღაროში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად, შვიდი მაღაროელი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

საგანგებო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს გამოაცხადეს, რომ აფეთქება აღმოსავლეთ უკრაინის, მინერალებით მდიდარ დონეცკის რეგიონში მოხდა.

ასეთი აფეთქებები უკრაინის მაღაროებში, სადაც უსაფრთხოების ზომებს ნაკლებად იცავენ, იშვიათობას არ წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG