ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩატარდება თუ არა დემოკრატიული არჩევნები უკრაინაში?


უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

უკრაინის პარლამენტის წევრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე, მომავალ თვეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში ვერ ჩატარდება.

„ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტარასიუკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ჯგუფებმა საარჩევნო კამპანიას ნეგატიური შეფასება მისცეს.

ტარასიუკმა მართველი პარტია უკანონო ქმედებებში ყველაზე მეტად დაადანაშაულა. მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიცია შეშფოთებულია დემოკრატიის დათრგუნვისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG