ათასობით ანტი-სამთავრობო დემონსტრანტი კიევში კვლავ ქუჩებშია. გუშინ პოლიციასთან შეტაკების შედეგად სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით სამი თვის წინ დაწყებული საროტესტო დემონსტრაციების განმავლობაში ეს ყველაზე სიხლიანი დღე იყო უკრაინაში.
პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალადობაში ოპოზიციის ლიდერებს ადანაშაულებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქტივისტებმა, რომლებიც სხვა დემონსტრანტებს მოუწოდებდნენ აქციებზე შეარაღებულ მისულიყვნენ, დემოკრატიული პრინციპები დაარღვიეს და ისინი კანონის ძალით უნდა დაისაჯონ.
პოლიცია და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაღუპული ადამიანების უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ათობით ადამიანი მძიმედაა დაჭრილი. პოლიციის ინფორმაციით, შეტაკების დროს დაიღუპა 9 პოლიციელი.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა საგანგებო შეხვედრა დანიშნეს იმის გადასაწყვეტად, დააწესონ თუ არა სანქციები ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანების წინააღმდეგ.
რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში მომხდარ ძალადობას დასავლეთის ქვეყნებს აბრალებენ და აცხადებენ, რომ მათ მომიტინგეთა შორის „რადიკალური ძალები“ წააქეზეს.