ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის თქმით, უკრაინამ რუსეთის სამი დრონიდან ორი ჩამოაგდო


უკრაინელი მაშველები საცხოვრებელ სახლებზე რუსეთის დრონებით შეტევის შემდეგ. ზაპოროჟია, უკრაინა. 28 მარტი, 2024 წ.
უკრაინელი მაშველები საცხოვრებელ სახლებზე რუსეთის დრონებით შეტევის შემდეგ. ზაპოროჟია, უკრაინა. 28 მარტი, 2024 წ.

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული "შაჰედის" სამი დრონიდან, ორი ჩამოაგდეს. რუსეთის მხრიდან, ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაზე განცხადება კიევმა 1 აპრილს გაავრცელა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობაში, რომელიც ორშაბათს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაიდო, დამატებითი დეტალები მითითებული არ არის. დამოუკიდებელი განცხადების მიხედვით, რომელსაც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აქვეყნებს, დრონებით მიტანილი იერიშის გამო, დაზიანებულია ზაპორიჟიის რაიონში მდებარე ელექტროსადგური. თუმცა, სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა ტიპის დრონები გამოიყენა რუსეთმა ღამით მომხდარი თავდასხმის დროს.

ორშაბათის ღამე უკრაინისთვის შედარებით მშვიდი იყო, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი კვირით ადრე, რუსეთმა ქვეყნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე იერიშების მთელი სერია განახორციელა. უკრაინის შეფასებით, 22 მარტის თავდასხმა, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში ყველაზე მასშტაბური იყო, რამაც ელექტროსადგურების სერიოზული დაზიანება და ელექტროენერგიის მასობრივად გამორთვა გამოიწვია. რუსეთის იერიშებმა, წინა კვირაშიც, დააზიანა ქვეყნის თბო და ჰიდროელექტროსადგურები.

ორი დღით ადრე, 30 მარტს, უკრაინის უდიდესი ენერგოკომპანია DTEK-ის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათი ექვსი ელექტროსადგურიდან, ხუთი ან დაზიანებული იყო, ან კიდევ განადგურებული. აღნიშნულ სადგურებზე გამომუშავებული სიმძლავრის დაახლოებით 80 პროცენტი დაკარგულია, აცხადებს კომპანია და მათი აღდგენის მიზნით დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს კი შესაძლოა წელიწადნახევარი დასჭირდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG