ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 11 დრონი და ორი რაკეტა გაანადგურა


უკრაინის საჰაერო ძალებმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით უკრაინაზე თავდასხმისთვის 13 დრონი და რაკეტების დიდი ოდენობა გამოყენა. უკრაინის მხარის თქმით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 11 დრონი და ორი მართვადი რაკეტა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა რამდენიმე რეგიონზე.

მთლიანობაში, რუსეთმა გასულ ღამეს გაუშვა 13 დრონი, ოთხი Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა, ერთი ჰაერი-ზედაპირი Kh-31P-ის ტიპის რაკეტა და ბალისტიკური რაკეტები,- განაცხადეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა.

ამ დროისთვის, უცნობია, რამდენი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა რუსეთმა, ან რა ბედი ეწია რაკეტებსა და დრონებს, რომლებიც ვერ ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG