ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინას მიზანმიმართულ სანქციებს უწესებს


დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის წინააღმდეგ გატარდება სანქციები, თუმცა, სია სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაკომპლექტდება.
ბრიუსელში შეხვედრისას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ალადობზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ აიკრძალება ვიზების გაცემა და დაიბლოკება ანგარიშები.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ქეტრინ ეშტონმა ასევე აღნიშნა, რომ ევრო-ბლოკი შეაჩერებს დემონსტრაციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ექსპორტს- რომლებსაც უკრაინაში შიდა რეპრესიებისთვის იყენებენ.

ეშტონი: ძალადობა მიუღებელია და უნდა დაუყოვნებლივ დასრულდეს. თავიდან უნდა ავიცილოთ შემდგომი ესკალაციაც. ადამიანის უფლებების დამრღვევები კი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

როგორც ცნობილია, სანქციების გატარება ასევე იქნება დამოკიდებული ოპოზიციასა და უკრაინის მთავრობას შორის მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. ხუთშაბათს პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტს და ოპოზიციას შეხვდნენ კიევში.

კეტრინ ეშტონმა დასძინა, რომ საკუთარი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობაა.

ევროკავშირის სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მოსდევს, რომელთა თანახმად ვაშინგტონმა ვიზების გაცემა აკრძალა ოც მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ევროპული სანქციები ანალოგიური არ იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის მსგავსი სფეროების განხილვა.

მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა, ევროკავშირმა დიალოგის შესაძლებლობა და არც, გრძელ-ვადიან პერსპექტივაში, უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება გამორიცხა.
XS
SM
MD
LG