ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს


ევროკავშირმა უკრაინის მთავრობას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

ევროკავშირის განცხადებით, უკრაინაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის გამოცდა იქნება. ევროკავშირმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა, რომ ყვალა პარტია და კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს ერთნაირი, სამართლიანი პირობებით.
ევროკავშირის საგარეო უწყების კომისარმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარმა სტეფან ფულემ ზემოხსენებული განცხადება პარასკევს გააკეთეს. ისინი მიესალმნენ უკრაინის მთავრობის მზადყოფნას-დაემორჩილოს დამკვირვებელთა მისიის მოთხოვნებს, რათა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. თუმცა ამასთან ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მედია პლურალიზმთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
XS
SM
MD
LG