ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თქმით, რუსეთი ბირთვულ სადგურს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს


ზაპორიჟიეში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, სავარაუდოდ, სადგურის უსაფრთხოებას საფთხე შეუქმნა, განაცხადა ბრიტანეთმა პარასკევს.

"რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს ბირთვული სადგურის ტერიტორია, კერძოდ კი მიმდებარე ქალაქი ენერჰოდარი, სარგებლობენ რა ატომური ელექტროსადგურის დაცული სტატუსით, რათა დაიცვან თავიანთი აღჭურვილობა და პერსონალი ღამით უკრაინის თავდასხმებისგან“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

რუსეთის მიზნები ბირთვულ სადგურთან დაკავშირებით, ომის ხუთი თვის თავზე კვლავ უცნობი რჩება. რუსული ძალები რჩებიან სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი ცდილობენ უკრაინის მიზანში ამოღებას და დნეპრის დასავლეთზე საარტილერიო ცეცხლის მიტანას, ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბირთვული სადგური რუსეთმა ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა. კიევი თვეებია საუბრობს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც სადგურზე რუსი სამხედროების ყოფნა იწვევს.

XS
SM
MD
LG