ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უკრაინის ელჩად ვოლოდიმირ იელჩენკო დაინიშნა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკაში უკრაინის ელჩად ვოლოდიმირ იელჩენკო დაასახელა. მრავალწლიანი გამოცდილების დიპლომატს საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია თანამდებობის დაკავება. ვაშინგტონში პრეზიდენტის იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატის მიერ სწორედ უკრაინის პრეზიდენტთან გამართული საუბრის გამო გამოცხადდა.

2015 წლიდან დღემდე, იელჩენკო უკრაინის ელჩის თანამდებობას იკავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი, ელჩ იელჩენკოს აღწერს როგორც "კეთილ ადამიანსა" და ვაშინგოტნის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს.

2000-2001 წლებში ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მისი ყოფილი კოლეგები დიპლომატს ახასიათებენ, როგორც "ძალიან ნიჭიერ და პრინციპულ დიპლომატს", "კარგ მომლაპარაკებელს" და "უკიდურესად პროფესიონალს და ფაქტების ერთგულს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG