ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება უკრაინაში ანტიკორუფციულ რეფორმებს ხელს უშლის


დემონსტრაცია კიევში
დემონსტრაცია კიევში

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ კვირაში რამდენიმე ანტიკორუფციული კანონი გააუქმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა საერთაშორისო დახმარება დაკარგოს.

სასამართლო გადაწყვეტილებით, სასჯელი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს ოფიციალური პირების მიერ დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის წარდგენისთვის, გადამეტებულია და ეს ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

აღნიშნული ნორმა სასამართლოში, გავრცელებული ინფორმაციით, პრო-რუსულმა პარტიებმა გაასაჩივრეს.

სასამართლო გადაწყვეტილებით იზღუდება ანტიკორუფციული სამსახურის „კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს“ უფლებამოსილებები, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურაა. სააგენტოს განცხადებით, სასამართლოს გადაწვეტილება ანტიკორუფციულ სისტემას ანგრევს.

დემონსტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან კიევში
დემონსტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან კიევში

აღნიშნული გადაწვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 5 მილიარდიანი სესხს, რომელიც ივნისში იქნა მოლაპარაკებები. ეს განსაკუთრებით დიდ დარტყმას აყენებს ქვეყანას, რომელიც კორონავისუსის პანდემიამ ეკონომიკურად ძალზედ აზარალა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კიევში განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, გაერთიანების ფინანსური დახმარება უკრაინისთვის, კორუფციასთან ბრძოლაზეა მიბმული.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კი დასძინა, რომ ვითარების გაუარესებას შესაძლოა კიევთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოჰყვეს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასამართლოს ნაბიჯი შეაფასა, როგორც "მიუღებელი".

„ჩვენ არ გვექნება ფული. არ გვექნება მხარდაჭერა. პროექტები, რომლებზეც შეთანხმება იქნა მიღწეული გაუქმდება, ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაც. ბიუჯეტში გარღვევა გვექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ მომხდარის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, სიტუაციის გამოსწორებას ახალი კანონის ინიცირებით ეცდება. მისი თქმით, ასევე შეისწავლიან თუ როგორ იქნა მიღებული ეს გადაწვეტილება.

უკრაინის სასამართლოს სისტემაში კორუფცია ამ დრომდე დიდ პრობლემად ჩნდება. საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე თავად იყო გამოძიების საგაანი, დეკლარაციაში შემოსავალსა და ქონებაზე არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქტივისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს აეროზოლის ყუმბარები დაუშინეს.

თუ აქამდე კანონი საჯარო პირებისთვის 2 წლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, დეკლარაციაში სიცრუის გამო, გადაწყვეტილებით მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG