ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფასო საცხოვრებელი უცხოელებისათვის


ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში გულშემატკივართა დიდი რაოდენობა ჰყავს. უკრაინაში ამდენი სტუმარი დღემდე არავის უნახავს.

თიქთმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. სწორედ ამიტომ, უკრაინელებმა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საკუთარ სახლებში მიიპატიჟეს.
დანიელი ბიზნესმენი ბჟერნ ლუტერი თავდაპირველად მგზავრობის გადადებას აპირებდა, როცა უკრაინაში სასტუმროს დაჯავშნაზე პრობლემებს გადააწყდა. მაგრამ ინტერნეტში დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მან მარიანა და დიმიტრი ლუტოვჩენკოს შემოთავაზება აღმოაჩინა, რომლებიც უცხოელ სტუმრებს, უფასოდ, საკუთარ სახლში გაჩერებას სთავაზობდნენ.

„სატელევიზიო რეკლამის საშუალებით შევიტყვეთ იმ ინიციატივაზე, რომელსაც „თავისუფალი საცხოვრებელი ადგილები“ ეწოდება. რეკლამაში ასევე გადმოსცემდნენ რომ ფასები სასტუმროებში საკმაოდ მაღალი იყო, რამაც ევროპელ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია; სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სახლი, ნებაყოფლობით, რომელიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისათვის დაგვეთმო,-“ აღნიშნეს მარიანა და დიმიტრი ლუტოვჩენკოებმა.

40 წლის წინ, ემიგრაციაში, უკრაინიდან შეერთებულ შტატებში წასული მიხეილ ნაიტი, უკრაინაში, ამჟამად ფეხბურთის ჩემპიონატისათვის ჩავიდა, რომელსაც ვიქტორია დუნეშენკოს ოჯახი მასპინძლობს:
იდეა უფასო საცხოვრებელი ადგილების შექმნაზე ორგანიზაციას "მეგობრული უკრაინა" ეკუთვნის.
.

„ჩვენ გვინდა უცხოელებს დავანახოთ რომ პოლიტიკური საკითხების გარდა, უკრაინაში კვლავ მნიშვნელოვანია ადამიანების პატივისცემა და სტუმართმოყვარეობა,- “ განაცხადა ვიქტორია დუნეშენკომ.

უკრაინაში სტუმრად ჩამოსული მიხეილ ნაიტიც კმაყოფილია, რომელმაც პატივისცემის დაფასების ნიშნად ადგილობრივ ახალგაზრდულ ბანაკში, უფასო ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა:

„მიუხედავად იმისა რომ უკრაინის საფეხბურთო გუნდი არც თუ წარმატებულია, უკრაინელი ხალხი ამ ჩემპიონატში მაინც გამარჯვებულია თავისი მასპინძლობითა და უცხოელების მისამართით გამოხატული სითბოთი და ყურადღებით.“

იდეა უფასო საცხოვრებელი ადგილების შექმნაზე ორგანიზაციას „მეგობრული უკრაინა“ ეკუთვნის. პროექტის კოორდინატორის ვიქტორია სტილოვას თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას ხალხის სურვილმა შეუწყო ხელი.
და მართლაც, თუკი თვალს გადავავლებთ, ყველა იმ ქალაქს სადაც მსგავსი ჩემპიონატები გამართულა, უცხოელი სტუმრებისათვის უფასო საცხოვრებელი ფართის შეთავაზებით მხოლოდ უკრაინის დედაქალაქი კიევი გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG