ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება


უკრაინის პარლამენტმა 20 მაისი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ გამოაცხადა. მაშინ, როდესაც 315 დეპუტატმა ამ თარიღს დაუჭირა მხარი, 2-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციის გამართვას 19 მაისს უჭერდა მხარს. მან პარლამენტის დათხოვის და ადრეული არჩევნების შესაძლებლობაზე უკვე ისაუბრა. მან კანონმდებლები დაადანაშაულა ინაუგურაციის თარიღის გამიზნულად გადავადებაში.

უკრაინის ახლადარჩეულმა 41 წლის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში გაბატონებულ კორუფციას აღმოფხვრავს, და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომს ბოლოს მოუღებს უკრაინის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG