ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც „ფაიზერის“ და „ბიონტექის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ოფიციალურმა ლონდონმა გააკეთა.
ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, პირველ დოზას ჯანდაცვის მუშაკები და 80 წელს ზემოთ ასაკის ხანდაზმული ადამიანები მიიღებენ.
პირველ კვირაში დაახლოებით 800,000 დოზის ადმინისტრირებაა მოსალოდნელი. „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ შესაძლოა თვის ბოლომდე შეერთებულ შტატებშიც მიიღონ მარეგულირებლებისაგან ოფიციალური დასტური ვაქცინის დამტკიცებასა და დისტრიბუციაზე.
ამ ვაქცინასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი გამოწვევა მის შენახვას უკავშირდება. ის მინუს 70 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ბევრი ქვეყნისთვის პრობლემაა.
ვაქცინის წარდგენას გეგმავს ასევე ჩინეთიც. „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ჩინეთის ჯანდაცვის მუშაკებმა უკვე მიიღეს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია მის გვერდით მოვლენებზე.
საკუთარი ვაქცინის გამოყენება დაიწყო ასევე რუსეთმაც. რუსულ „სპუტნიკ V“-ს პირველ რიგში მოწყვლადმა ჯგუფებმა მიიღეს, მათ შორის, ჯანდაცვის მუშაკებმა და მასწავლებლებმა. კლინიკური ცდების არ არსებობს გამო, დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთში ვაქცინა აგვისტოში დაადასტურეს.
მსოფლიოში კოდივ-19-ის 66.7 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაიცვალა 1.5 მილიონი ადამიანი.
Facebook Forum