ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო 20 წლისაა


თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო 20 წლისაა
თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო 20 წლისაა

ვაშინგტონში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20 წლისთავს მიეძღვნა

საქართველო: თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20 წლიანი ისტორია - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის კვლევითი ცენტრი და ლევან მიქელაძის ფონდი იყო.

შეხვედრას ამერიკელი და ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილმა საქართველო-ამერიკისა და საქართველო რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ადვილი არ იყო რუსეთისთვის დიალოგის შეთავაზება. თუმცა, თბილისმა ეს გააკეთა სახელმწიფოს კეთილდღეობისა და კონსტრუქციული განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ კოტნიმ განაცხადა, რომ ამერიკისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტული თემა არ არის. გარდა ამისა, იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა ქმედითი ღონისძიები არ ჩაატარა, მსხვილ ინვესტორებს საქართველოში დესტაბილიზაციის კვლავ ეშინიათ და ქვეყანაში შემოსვლისგან თავს იკავებენ.

კონფერენციის ერთი ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო. გამომსვლელთა შორის იყვნენ ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე რეზიდენტი დეიმონ ვილსონი და ამერიკის ომის კოლეჯის მკვლევარი პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ხვალ ჩვენს ვებ გვერდზე. საღამოს 8:00 საათზე, ჩვენს რადიო ეთერში FM 102.4-ზე შემოგთავაზებთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების შეხედულებას საქართველოსთვის იარაღის მიყიდვისა და კონფლიქტების მოგვარების თემებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG