ევროპის კავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ჩინეთი, რუსეთი და თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ევრო-ბლოკის ძირითად საგარეო საფრთხეთა შორისაა.
ტუსკი ამის შესახებ 27 ქვეყნის ლიდერისთვის გაგზავნილ წერილში წერს. წერილი 2 დღით უსწრებს პარასკევს, მალტაში დაგეგმილ სამიტს, სადაც ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.
„ევროკავშირს განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში აყენებს ცვლილება ვაშინგტონში. როგორც ჩანს, ახალი ადმინისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეერთებული შტატების 70 წლიან საგარეო პოლიტიკას,“ ნათქვამია ტუსკის წერილში.
ტუსკი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის კავშირი მსგავსი გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა და რომ მას „გამბედაობა, მიზანმიმართულობა და პოლიტიკური სოლიდარობა“ სჭირდება.