ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმენეთი კვლავ ამტკიცებს, რომ კოვიდ-19-ი ქვეყანაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა


 Turkmenistan
Turkmenistan

მსოფლიო ნახევარ წელზე მეტია პანდემიას ებრძვის, თურქმენეთში კი ამბობენ, რომ მათთან კოვიდ-19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. მიუხედავად მწვანე სტატუსისა, ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება და აძლიერებს კონტროლს სოციალური დისტანცირების წესების დაცვაზე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, ის პირები რომლებიც ნიღბის ტარებაზე უარს ამბობენ დაჯარიმდებიან. ჯარიმდებიან ისინიც ვინც ღია სივრცეებში არ იყენებენ პირბადეებს.

დაწესებული შეზღუდვების კონტროლისთვის თურქმენეთის ხელისუფლება ე.წ. რეიდებს ახორციელებს, რომლებშიც პოლიციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სანიტარული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სოციალური დისტანცირების წესების დამრღვევებისთვის ჯარიმა 5 დოლარიდან 15 დოლარამდე მერყეობს, რაც ადგილობრივ 20-50 მანეთს გულისხმობს.

ის, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი არღვევს სოციალური დისტანცირების წესებს ქვეყნის აღმოსავლეთ ლებაპის პროვინციის მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. იქ სახელმწიფო სანიტარული კონტროლის სამსახურთან ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეების რიგებია, რომლებიც ჯარიმების გადასახდელად არიან შეკრებილები.

ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციის თანამშრომლებმა იმ ადამიანების დაკავება და დაჯარიმებაც დაიწყეს, რომლებიც ქუჩაში უნიღბოდ გადაადგილდებიან. როგორც ადგილობრივები "რადიო თავისუფლებასთან" საუბრის დროს ამბობენ, პოლიცია ე.წ. ჩასაფრებას აწყობს და მოულოდნელად აჯარიმებენ იმ პირებს რომლებიც ქუჩაში ნიღბის გარეშე გადაადგილდებიან.

თემაზე მუშაობის დროს "რადიო თავისუფლებამ" პოლიციიდან მიიღო ინფორმაცია რომ გარკვეულ რეგიონებში ხელისუფლებამ პოლიციას სპეციალური დავალება მისცა, თუ რამდენი ადამიანი უნდა დააჯარიმონ ერთ დღეში. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელი დავალებას არ შეასრულებს მას აიძულებენ თავად გადაიხადოს ჯარიმა.

რამდენად სანდოა თურქმენეთში წარმოებული კოვიდ19-ით ინფიცირების სტატისტიკა დაზუსტებით ვერავინ იტყვის რადგან ამაზე კონტროლს მხოლოდ ქვეყანა ახორციელებს. ამ დრომდე როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში იზრდება ახალი საფლავების რაოდნობა, მიცვალებულები კი სპეციალურ კონტეინერებში თავსდება.

თურქმენეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტესტირებაში დახმარება აგვისტოში შესთავაზა თუმცა უარი მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG