თურქმენეთის ავტორიტარმა პრეზიდენტმა ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის უდაბნოში ალმოდებული ბუნებრივი აირის ორმო, რომელიც „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ სახელით არის ცნობილი.
ქვეყნის დედაქალაქ აშხაბადიდან ჩრდილოეთით 260 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დარვაზაში არსებული კრატერი ათწლეულების განმავლობაში იწვის და მცირერიცხოვანი ტურისტებისთვის, რომლებიც ამ ჩაკეტილ და მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანას სტუმრობდნენ, პოპულარული ადგილია.
მიიჩნევა, რომ 70 მეტრი დიამეტრის კრატერი 1971 წელს, როდესაც თურქმენეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობში იყო, გაზის ბურღვის დროს მომხდარი ავარიის შედეგად წარმოიქმნა. ბუნებრივი გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, გეოლოგებმა გაზს ცეცხლი წაუკიდეს და ის მას შემდეგ იწვის.
Facebook Forum