თურქეთის ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა ქურთ მეამბოხეებთან დაკავშირებით თურქი ნაციონალისტების მხრიდან მზარდი უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
თურქი ნაციონალისტების მხრიდან სერიოზულ კრიტიკას და საპროტესტო განწყობებს იწვევს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით შექმნილი ეგრეთ წოდებული „ ბრძენთა საბჭო“.
გასულ თვეს, ამ საბჭოში შემავალმა აკადემიკოსებმა, ცნობილმა სახეებმა და ჟურნალისტებმა ქვეყანა შემოიარეს და მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ქურთ ამბოხებულებთან დაკავშირებით მოქალაქეებს თურქეთის ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა გააცნეს. თუმცა თურქ ნაციონალისტებს შორის ეს ინიციატივა სერიოზულ მღელვარებას იწვევს.
ცოტა ხნის წინ, თურქეთის ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დევლელ ბახჩელმა თავის ათასობით მხარდამჭერს მიმართა. თავის გამოსვლაში მან სამშვიდობო პროცესი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ თურქეთის სახელმწიფოში ავტონომიის მოთხოვნა იქნება.
მან ამის შესახებ ხელისუფლება გააფრთხილა.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები სკანდირებდნენ „მოგვიწოდეთ გაფიცვისკენ და ჩვენ გავიფიცებით, მოგვიწოდეთ სიკვდილისკენ და თავს გავწირავთ“. ბახჩელმა უპასუხა „დამშვიდდით, ამის დროც მოვა“.
თითქმის სამი ათეული წელია რაც, ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის ხელისუფლებას ებრძვის, უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით. ამ კონფლიქტმა დაახლოებით 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. თუმცა რვა მაისს ქურთისტანის მუშათა პარტიამ სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ქვეყნიდან სამხედრო შენაერთების გაყვანის პროცესი დაიწყო. თუ რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს თურქეთის ხელისუფლება ამის სანაცვლოდ ჯერ ცნობილი არ არის.
გადამდგარი გენერალი ჰალდუნ სოლმაზთურქი, რომელიც ახლა საერთაშორისო ექსპერტია, აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესის რეალურობა საეჭვო გახდა.
ჰალდუნ სოლმაზთურქი: ქურთისტანის მუშათა პარტია არასოდეს დაყრის იარაღს, ვიდრე თურქეთის შემადგენლობაში პოზიციებს გაიმყარებს. ორაზროვანი მიდგომა თურქეთის სახელმწიფოზე გავლენის მოხდენის მიზნით, მომავალ თაობებს შანტაჟის ქვეშ აქცევს. ეს ძალიან შემაშფოთებელია. თურქები ჯერ ვერ ხვდებიან, თუ რა იქნება ამის საბოლოო შედეგი, რასაც თურქეთის მასმედიის თვითცენზურაც უწყობს ხელს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა თურქული გაზეთი, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ამსახველი დოკუმენტები დაბეჭდა. ამის გამო მასალის ავტორი, რომელიც ქურთთა საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილი ექსპერტი და მიმომხილველია, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი თავის სტატიებში სამშვიდობო პროცესს აკრიტიკებდა.
სტამბოლის ბაჩესეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარი ჩენგიზ აქთარი ფიქრობს, რომ ოპოზიციას სამშვიდობო ინიციატივების მიმართ შეზღუდული შეხედულებები აქვს.
ჩენგიზ აქთარი: ოპონენტების მოსაზრებები ნაციონალისტების რეაქციას გამოხატავს. არსებობს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ახმოვანებენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ნებისმიერ სამშვიდობო გარიგებასთან დაკავშირებულ საწინააღმდეგო მოსაზრებებს. თუმცა, ამგვარი განწყობების მქონე პირების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე წარმოაჩენენ. რელურად, სამშვიდობო პროცესს თურქეთში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა უჭერს მხარს.
გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი შეფასებებია. მართალია უმრავლესობა სამშვიდობო ინიციატივებს უჭერს მხარს, თუმცა ძალიან ძლიერი უკმაყოფილება არსებობს აბდულა ოჯალანთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.
ბოლო გამოკითხვით, ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ოპოზიციას მაინც უსწრებს. გამოკითხვამ ასევე, ნაციონალების მიმართ მოულოდნელი მხარდაჭერის გაზრდაც აჩვენა.
პოლიტიკური მიმომხილველი ჰაბერ თურქი აცხადებს, რომ ბრძენთა საბჭოს საწინააღმდეგო აქციები იმის მანიშნებელია, რომ სამშვიდობო პროცესი კრიტიკულ ზღვარზეა.
ჰაბერ თურქი: გაურკვევლობა დიდი პრობლემაა. მთავრობამ უკეთ უნდა უხსნას ხალხს თუ რას აკეთებს. არის ორმაგი მიდგომა, ბევრი რამ საეჭვოა, რაც შეშფოთებას იწვევს. თუმცა ქურთისტანთა მუშათა პარტიის მიერ სამხედრო შენაერთების გაყვანა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არავინ დაღუპულა. თუ ეს მდგომარეობა ზაფხულშიც გაგრძელდა, ეს მთლიანობაში კლიმატის შეცვლას გამოიწვევს.
ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლთა გაყვანის პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება. იმ დროისთვის მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მათი მოთხოვნების შესასრულებლად.