სირიას თურქეთთან 900 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, დაახლოებით 200 ათასზე მეტი დევნილი სირიიდან კი თურქეთის ტერიტორიაზე დევნილთა თავშესაფარს აფარებს თავს.
გასულ კვირას ჯონ კერის ვიზიტმა თურქეთში ხაზი გაუსვა იმას თუ , ვაშინგტონისთვის თურქეთი რამდენად მნიშვნელოვანი მოკავშირეა ნატოში .
ჯონ კერიმ თავის თურქ კოლეგასთან ახმედ დავუტოღლუსთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა თურქეთის მიერ სირიისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას და კვლავ დაადასტურა მისი პოზიცია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ქმედებებთან დაკავშირებით.
„ჯონ კერის განცხადებით, ის და მისი თურქი კოლეგა საერთაშორისო მეკავშირეებთან ერთად თანხმდებიან იმაში რომ, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს რეჟიმს რომელიც საკუთარი ხალხის მიმართ ასეთ ძალადობრივ ქმედებას ჩადის.“
თურქეთი , რომელიც ერთ დროს სირიის ახლო მეკავშირე იყო , ახლა უკვე შეერთებული შტატების პოზიციას ემხრობა, რომელიც ასადის ოპოზიციურ კოალიციას უჭერს მხარს. ასევე მისცა თავშესაფარი 200 ათასზე მეტ დევნილს სირიიდან რომლებიც იძულებულნი გახდნენ რომ ქვეყნიდან გამოსულიყვნენ.
თუმცა თურქეთის და ამერიკის მოსაზრებები განსხვავებულია სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა სირიის გარშემო გაერთიანებულ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ, უფრო ძლიერი პოზიცია ჩამოაყალიბონ სირიის საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხო თავშესაფრების შექმნის და ოპოზიციისთვის სამხედრო დახმარების ჩათვლით. თუმცა შეერთებული შტატები და დასავლეთის სახელმწიფოები აქცენტს უფრო ჰუმანიტარული დახმარების კუთხით აკეთებენ.
სინამ ულგანი, რომელიც სტამბოლის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის დირექტორია, აცხადებს რომ გასულ კვირას ვაშინგტონის მიერ სირიისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დახმარება ბევრს არაფერს ნიშნავს.
„მისი განცხადებით, ეს დახმარება უდავოდ სწორი მიმართულებით ხდება, თუმცა არ ემთხვევა ანკარის სურვილს რომ ამერიკამ სირიას უფრო ძლიერი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, მათ შორის საბრძოლო აღჭურვილობით. მაგრამ მაინც ეს დახმარება ამერიკის მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯია, ანკარა ისევ გააგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით რომ ოპოზიციას სამხედრო დახმარებაც ჰქონდეს.“
პრესკონფერენციის დროს ჯონ კერიმ გამოთქვა თავის შეშფოთება შეიარაღებულ მეამბოხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით საკმაოდ რთულია რომ მოხდეს პრევენცია , რომ იარაღი ოპოზიციის ხელში დასავლეთის სახელმწიფოებიდან არ მოხვდეს.
თურქული გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი კადრი გურსელი ამბობს რომ, შეშფოთება ცოტა გაზვიადებულია. მაგალითად შეიარაღებული დაჯგუფება როგორიცაა „ ალ ნუსრას დაჯგუფება“ ამერიკის მიერ შეფასებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, თუმცა ის სირიის რეჟიმთან ბრძოლაში საკმაოდ დადებით როლს ასრულებს.
„მისი განცხადებით „ ალ ნუსრას დაჯგუფების“ საქმიანობა არასოდეს იქნება თურქეთისგან აღქმული როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება სირიის კონტექსტში. ისინი იბრძვიან უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ და უცხოელი მებრძოლები რომელთაც რეჟიმის დასამარცხებლად დახმარება სურთ შეუძლიათ შეუერთდნენ მათ.“
ჯონ კერის ვიზიტის დროს ცოტაოდენი უხერხულება შეიქმნა თურქეთის პრემიერის მხრიდან სიონიზმთან გაკეთებული რემარკების გამო. ერდოღანმა ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სიონიზმს უწოდა „ კაცობრიობის წინაშე დანაშაული“, ამ ფრაზამ საერთაშორისო საზოგადოებიდან და თავად ჯონ კერის მხრიდანაც უკმაყოფილო რეაქცია გამოიწვია.
„ ჯონ კერის განცხადებით, ეს საკმაოდ არასასურველი განცხადება იყო. თურქეთი და ისრაელი ამერიკის შეერთებული შტატების საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან , ამდენად მათთვის მნიშვნელოვანია რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან რიტორიკის გარეშე თანამშრომლობა შეძლონ და ორმხრივი ურთიერთობები გააუმჯობესონ.“
ისრაელსა და მუსლიმანურ თურქეთს შორის ურთიერთობა 2010 წლიდან გაიყინა. როდესაც ისრაელის არმიამ 9 თურქი მეზღვაური მოკლა პალესტინის დასახმარებლად გაგზავნილ გემზე რომელიც ისრაელის ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, რათა ღაზას სექტორში გადასულიყო. ჯონ კერი მოუწოდებს რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობა შეცვალონ თუმცა მიმომხილველების აზრით ახლა ამ მიმართულებით ცვლილების ძალიან მცირე შანსი არსებობს.