ერდოღანი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ლიდერია, რომლის ფესვები ისლამური პოლიტიკიდან იღებს დასაბამს და ეგვიპტრის მუსლიმთა საძმოსთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობით გამოირჩევა.
ბრუსელში მდებარე კარნეგის ევროპის ცენტრის ექსპერტი სინან ულგენი აცხადებს, რომ ეგვიპტელი სამხედროების მიერ პრეზიდენტის გადაგდებამ დიდი გავლენა მოახდინა თურქეთის პრემიერ მინისტრზე:
„არსებული კონფლიქტი მმართველ პარტიასა და თურქეთის სამხედროებს შორის და სამხედროების პოლიტიკური ძალაუფლების აშკარა ზრდა რათქმა უნდა ერდოღანში ერთგვარ შიშს იწვევს, განსაკუთრებით ეგვიპტის მაგალითის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა სამხედროების მიერ იყო გადაყენებული.“
ერდოღანმა არაერთხელ გაიმეორა ის მოსაზრება, რომ ეგვიპტის მთავრობა გახდა ისლამური პოლიტიკის წინააღმდეგ საერთაშორისო კონსპირაციის მსხვერპლი.
მსგავს კონსპირაციას მისი აზრით ადგილი ჰქონდა რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციის დროს, როდეასც აქციის მონაწილლები სტამბოლის გეზის პარკში მშენებლობის შეჩერაბას ითხოვდნენ.
თურქული გაზეთის ტარაფის დიპლმატიური სვეტის ავტორი სემი იდიზი აცხადებს, რომ თურქეთში მომავალი წლის საარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იქნება. კონსპირაცის კარტის გათამაშება ერდოღანის მხრიდან კი შესაძლოა ძალიან გამჭრიახი სვლა აღმოჩნდეს.
„ მთავარია რომ ერდოღანი იყოს თანამიმდევრული და პარტიის შიგნით არ მოხდეს გაყოფა.“
დემოკრატიის სახელით ეგვიპტეში დაწყებულ დემონსტრაციებს მოჰყვა სამხედრო გადატრიალება. სტამბოლის ყადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი სოლი ოზელი აცხადებს, რომ მთავრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოსვლა ერდოღანის მიერ აღქმული იქნება დემოკრატიაზე პირდაპირ დარტყმად, რაც არ გამორიცხავს მისი მხრიდან დემონსტრანტების მიერ მკაცრი ზომების მიღებას:
„გეზის მსგავსი დომანსრაციები ქვეყანაში, გამოიწვევს მთავრობის მხრიდან მათ ძალადობრივ დაშლას, ამასთან თურქეთის ხელისუფლება თავის გამართლებას ეგვიპტეში მომხდარი გადატრიალების შედეგებით შეეცდება.“
თურქეთის მთავრობამ პრევენციის მიზნით უკვე დააკანონა კონცერტებსა და სპორტული ღონისძიებების დროს პოლიტიკური სლოგანების სკანდირების აკრძალვა. ამასთან ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ანტი ტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებით იმუქრება. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, შესაძლოა პროტესტის ახალი ტალღა აგორდეს ახლო მომავალში.