ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის დელეგაცია საფრანგეთს ეწვია


თურქეთის დელეგაცია საფრანგეთს ეწვია
თურქეთის დელეგაცია საფრანგეთს ეწვია

თურქეთის მთავრობამ საფრანგეთში დელეგაცია გაგზავნა, რომლის მიზანიც იმ კანონპროქტის წინააღმდეგ ლობირებაა, რომელიც მე-20-ე საუკუნის დასაწყისში სომხების მასობრივი ჟლეტის ფაქტს გენოციდად აღიარებს, ხოლო გენოციდის უარყოფას კი საფრანგეთში სამართალდარღვევად ჩათვლის. ანკარა გენოციდის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში თურქეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სომხებთან ერთად უამრავი თურქიც იქნა მოკლული.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შაბათს მკაცრი განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პარლემენტის ამ საკონომდებლო ინიციატივის წინააღმდეგ:

„ვერც ისტორიკოსები და ვერც პოლიტიკოსები ჩვენს ისტორიაში გენოციდს ვერ ხედავენ. მათ კი, ვინც ამტკიცებენ, რომ თურქეთში სომხების გენოციდი მოხდა, საკუთარ „ბინძურ და სისხლიან ისტორიას გადახედონ.“

ისტორიკოსები აცხადებენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ოსმალეთის იმპერია იშლებოდა, 1.5 მილიონი სომეხი იქნა მოკლული. ეს ფაქტი რამდენიმე ქვეყანამ უკვე აღიარა გენოციდად. ახალი კანონპროექტის თანახმად, საფრანგეთში გენოციდის უარყოფა ერთ წლიანი ვადით თავისუფლების აღკვეთით და 58 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა უკვე რამდენიმე ხანია საკმაოდ დაძაბულია იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია. გასულ კვირას ერდოღანმა სარკოზის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევასი, თუ საფრანგეთის პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს.

თურქული გაზეთი მილიეტის დიპლომატიური საკითხების კორესპონდენტი შემი იდიზი ამბობს, რომ მსგავსი მუქარა ორივე მხარემ სერიოზულად უნდა აღიქვას:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავრობა მის უყურადღებოდ დატოვებას ვერ შეძლებს. მთავრობას საზოგადოებაც მხარს უჭერს და თურქები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ამ საკითხს.“

პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ გენოციდის თემა ერთ-ერთი იმ მცირეოდენი საკითხთაგანია, რომელიც თურქეთის პოლარიზებულ საზოგადოებას უდაოდ აერთიანებს.

თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც მთავარი ოპოზიციური მოძრაობაა თურქეთში, პარიზში საკუთარი დელეგატების გაგზავნას აპირებს კანონპროექტის წინააღმდეგ ლობირების მიზნით. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ერდოღანს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.

თურქეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ერთსულოვანი მიდგომა იმის ნიშანია, რომ თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობა შესაძლოა უკიდურესად გამწვავდეს.

თურქეთის ელში საფრანგეთში აცხადებს, რომ თუ საფრანგეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა მას კონსულტაციებისთვის ანკარაში გაიწვევენ. კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ექსპერტი სოლი ოზელი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება:

„ამის შემდეგ, ალბათ, აიკრძალება ფრანგული კომპანიების თურქულ ბაზარზე საქმიანობა და თურქეთი ყველგან ეცდება საფრანგეთის ინტერესების დაბლოკვას.“

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებტან შეხვედრა გამართა და განუმარტა მათ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანონპროექტის მიღებას.

თურქეთთან სავაჭრო ოპერაციები საფრანგეთის გარე ვაჭრობის მხოლოდ 2.5 პროცენტს შეადგენს, რაც ექსპერტების აზრით არ არის ის მოცულობა, რომელიც საფრანგეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. მიმომხილველები აცხადებენ, რომ დაპირისპირება სავარაუდოდ თურქეთსა და ეკვროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვაში გადაიზრდება. იდიზი ამბობს:

„ალბათობა საკმაოდ დიდია. ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავუთოღლუმ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი მიმდინარე ვითარებით უკმაყოფილოა.“

ვდავუთოღლუმ ევროკავშირს სიტყვის თავისუდლების დაცვა მოუწოდა, რაცას ანკარას განხცადებით საფრანგეთის პარლამენტის ინიციატივა მკაცრად არღვევს.

პარიზსა და ანკარას შორის არსებულმა დაძაბულობამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც იქონიოს უარყოფითი გავლენა. ცოტა ხნის წინ საფრანგეთი და თურქეთი სირიაში მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის შემუშავებაში შეთანხმდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პარლამენტის საარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლკან ზოსკირმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთისა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთოებები მნიშვნელოვნად გაფუჭდება იმ შემდეთხვევაში, თუ საფრანგეთის პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG