მეზობელ სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ისევ მოუწოდა გაეროს რომ ომის დასასრულებლად იმოქმედოს. ამ ბოლო განგაშის მიზეზი საზღვარზე, სირიელ ქურთებს და ალ-ნუსრას დაჯგუფებას შორის შეტაკებები გახდა. ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერი თურქეთში აცხადებს, რომ ანკარის მიერ სირიის მეამბოხეების მხარდაჭერა ამ სისხლისღვრის მთავარი ფაქტორია. სტამბოლიდან დორიან ჯონსი მოგვითხრობს.
თურქეთის პრო-ქურთული, მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია თურქეთის ხელისუფლებას ალ-ნუსრას დაჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ეს არის ისლამისტური ორგანიზაცია რომელიც, სხვა ოპოზიციურ მეამბოხეებთან ერთად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჩამოსაგდებად იბრძვის.
პარტიის მიერ გამოთქმული ეს ბრალდება ალ-ნუსრას დაჯგუფებას და ქურთისტანის დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელი სირიელი ქურთების დაწყებულ შეტაკებებს მოყვა. ანკარა აცხადებს, რომ სამშაბათის შეტაკებაში ბრმა ტყვიამ თურქეთის სასაზღვრო სოფელში გეილანპირაში თურქეთის ორი მოქალაქე იმსხვერპლა.
პარლამენტის დეპუტატი, მშვიდობის და დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელი ერთუგრულ კურკჩუ ამბობს, რომ შეიძლება თურქეთი სირიის მოსაზღვრე რაიონში რას ალ-ეინში მიმდინარე შეტაკებებში მონაწილეობს.
ერთუგრულ კურკჩუ: ცხადია თურქეთი მოხარული იქნება იმით, თუკი სირიაში ქურთისტანის ადმინისტრაცია შესუსტდა. შესაძლოა, ამ ბრძოლების ახალ ფაზაში სირიის ქურთისტანის ნაწილში ტაქტიკა დაირღვა.
გასულ წელს სირიელი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქურთისტანის მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია თურქეთ-სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ანკარა სირიის ქურთისტანის პარტიას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ადანაშაულებს, რომელიც სამი ათეული წელია თურქეთში ქურთთა უფლებების დასაცავად თურქეთის ხელისუფლებას ებრძვის. მოცემულ მომენტში ორივე მხარე სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის.
პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ქურთისტანის მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის ეჭვები თურქეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო განცხადებების შემდეგ გაძლიერდა, რომლის თანახმად იგეგმება ქურთისტანის ავტონომიის გამოცხადება სირიაში. გამოცდილი თურქი დიპლომატი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, უარყოფს ბრალდებას რომ თითქოს თურქეთის ხელისუფლება ალ-ნუსრას დაჯგუფებას ეხმარება. მისი განცხადებით, ანკარა მხოლოდ სირიის გაერთიანებულ ოპოზიციურ კოალიციას უჭერს მხარს.
თურქული გაზეთის „ტარაფის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ასეთი უარყოფა ბევრ კითხვებს იწვევს, განსაკუთრებით ბოლო შეტაკებების ფონზე.
სემი იდიზი: ანკარამ განაცხადა რომ ალ-ნუსრას დაჯგუფების კრიტიკა ნაადრევია. ეს დაჯგუფება ერთ-ერთ ეფექტურ ჯგუფად დასახელდა, ასე რომ ეს არ იქნება მოულოდნელი, რომ ისინი მხარდაჭერას არ ღებულობდნენ. გამოიხატება თუ არა დახმარება იარაღის მიწოდებაში, უცნობია, თუმცა შეიძლება იყოს დამხარება ლოჯისტიკის სფეროში. გავრცელდა ხმები, რომ ბოლო შეტაკების დროს დაჭრილები თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს გაღიზიანებული შეხვდა.
თურქეთმა სირიის საზღვრის იმ ნაწილში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, დამატებითი ძალები გადაისროლა.
ოთხშაბათს გვიან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ შეშფოთება გამოთქვა შექმნილი სიტუაციის გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოქმედებისკენ მოუწოდა.
აჰმედ დავუთოღლუ: კარგად ჩანს თუ რა მასშტაბის საფრთხე შეიძლება იყოს სირიის კონფლიქტი თურქეთის მოქალაქეებისთვის. ახლა არის სწორედ დრო იმისთვის რომ გაეროს უშიშროების საბჭომ იმოქმედოს.
თუმცა მიმომხილველები გაეროს მხრიდან რაიმე ჩარევას არ მოელიან.
სტამბოლში მოქმედი კვლევის ინსტიტუტის „ედამის“ ხელმძღვანელი სინან ულგენი ამბობს რომ სირიელ ქურთებსა და ალ-ნუსრას დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.
სინან ულგენი: რა თქმა უნდა ეს შეიძლება განვითარდეს უფრო საყურადღებო გზით, ვინაიდან არსებობს ძალაუფლების ვაკუუმი და ჩარევის და ლიმიტის დაწესების არანაირი სურვილი მათი მხრიდან ვინც ამ პროცესს გარედან აკვირდება. ბუნებრივია არსებობს საბოლოო სცენარი, როცა ამ ტიპის სიტუაციები უფრო მასშტაბური ხდება.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცდილობენ შეიმუშაონ ახალი სტრატეგია სირიის კონფლიქტის გამო საზღვრის გაძლიერებასთან დაკავშირებით. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთში არსებული საკუთარი მრავალრიცხოვანი და მოუსვენარი ქურთი უმცირესობების გამო ნებისმიერი პოლიტიკა სირიელ ქურთებთან მიმართებაში საშინაო პრობლემებს გამოიწვევს.