ქალთა უფლებების დამცავი ჯგუფები სტამბოლის ქუჩებში მიტინგებზე არაერთხელ გამოსულან. თებერვლის თვეში მოწყობილი აქცია ქალების აბორტის უფლებას იცავდა. ანალოგიური პროტესტი თურქეთის არაერთ დიდ ქალაქში გაიმართა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მთავრობა აბორტების აკრძალვას სისტემატურად და თან ფარული მეთოდებით ცდილობს.
პინარ ილკარასანი მოძრაობა „ქალები ქალთა უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის აბორტის ლეგალურ მხარეზე საუბრობს.
“ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ იზღუდება აბორტები მთავრობის პოლიტიკის გამზიარებელ თურქეთის კლინიკებში და საავადმყოფოებში. ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც 10 კვირის ორსულებისთვის, ანუ ორთვენახევრის შემდეგ აბორტებს კრძალავს. ოფიციალური რეგულირების მიუხედავად ექიმები აბორტებს 3 თვის ორსულობის პერიოდშიც აკეთებდნენ. ამის გამო ისინი მკაცრად დაისაჯნენ და ჯარიმები დაეკისრათ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ქალიც და ექიმიც კრიმინალებად არიან წარმოდგენილი“ - ამბობს პილარი.
კანონმდებლობა მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება. ექიმი და პაციენტი, ორივე ლეგალურად დაშვებული ვადის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. ამასთან ერთად, გათხოვილი ქალი ვალდებულია აბორტის შემთხვევაში ქმრის თანხმობაც წარმოადგინოს.
თურქი აქტივისტების მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი ქალთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იმ ბარიერებს ასახავს, რისი გადალახვაც მას აბორტის გაკეთების შემთხვევაში უწევს. მისი ავტორია ჯგუფი სახელწოდებით „აბორტი არის უფლება, ის ქალის არჩევანია“. ვიდეო მიზნად ხალხის ინფორმირებას და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს.
მთავრობის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ არსებული რეგულაციების და კანონმდებლობის დაცვას ცდილობენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საკუთარ გამოსვლებში მუდმივად ცდილობს ოჯახის ინსტიტუტისადმი მისი ერთგულება დაამტკიცოს.
“ოჯახზე მიტანილ თითოეულ იერიშს ჩვენ განვიხილავთ, როგორც შეტევას მთელ კაცობრიობაზე. გამორიცხულია, რომ ჩვენ ამ ფაქტებთან მიმართებაში ტოლერანტულები ვიყოთ... თურქეთს სჭირდება მინიმუმ სამშვილიანი ოჯახი, რაც მისი ძლიერების საწინდარია. ჩვენ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ძლიერი ერი გვჭირდება“ - აღნიშნავს ის.
პრემიერი ქვეყანაში შობადობის დაცემას აბორტების რაოდენობრივ ზრდას უკავშირებს. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, ერთ სულ ქალზე შობადობა 2.1-ს უდრის, 1978 წელს ეს მონაცემი 4.3 იყო. ქალთა უფლებების დამცველთა ინფორმაციით, მთავრობა აბორტის ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს.
აიზი დუზკანი ორგანიზაციიდან „აბორტი უფლებაა“ ამბობს, რომ ახალმა კანონმდებლობამ შეიძლება არ აკრძალოს აბორტის გაკეთება, მაგრამ იმდენად შეზღუდავს მას, რომ ქალისთვის ნებართვის მოპოვება პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.
აბორტის ლეგალიზება თურქეთში 1983 წელს მოხდა და ის ძირითადად არა ქალთა უფლებების ზრდამ, არამედ უკანონოდ ჩატარებული აბორტის დროს სიკვდილიანობის დიდმა რიცხვმა განაპირობა. აქტივისტები აცხადებენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრების შემთხვევაში ისინი მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებს გააძლიერებენ.