ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევის 6-თვიანი ვიზიტი დაღესტანში


რუსეთის ფედერაციის 83 რეგიონიდან დაღესტანს პოლიტიკური თუ რელიგიური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ერთი წლით ადრე, სანამ ბოსტონის ტერორისტული აქტი მოხდებოდა, მთავარმა ეჭვმიტანილმა, ტამერლან ცარნაევმა დაღესტანში 6 თვე გაატარა. რუსეთის ფედერაციის 83 რეგიონიდან დაღესტანს პოლიტიკური თუ რელიგიური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ჩრდილოეთ კავკასიის ამ მშფოთვარე მხარეს ესტუმრა და ის ადგილები მოინახულა, რომელსაც ტამერლან ცარნაევი სტუმრობდა.

ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქებების შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა კასპიის ზღვასთან მდებარე რუსეთის მუსლიმურ რესპუბლიკაში, დაღესტანშიც ჩააღწია. ბოსტონის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ძმებიდან უფროსს, ტამერლან ცარნაევს იქ ბავშვობის ერთი წელი აქვს გატარებული. შემდეგ, ამერიკაში ემიგრირებულმა, უკვე ზრდასრულმა ყმაწვილმა, დაღესტანი ისევ მოინახულა და იქ 6 თვე დაჰყო.

როგორც ამბობენ, ტამერლანი ძირითადად დაღესტნის დედაქალაქ, მახაჩყალაში იმყოფებოდა და მამასთან ერთად ბინაში ცხოვრობდა. ხშირად დადიოდა ადგილობრივ მეჩეთში, რომელიც კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა. ჰასან მუჰამედოვიჩს, მეჩეთის იმამს ტამერლანი არ ახსოვს.

ექსტრემისტები აქ არ არიან, ეს მეჩეთია. არავის ვიცნობ ჯერჯერობით ჩვენს სამლოცველოში, რომელიც ასეთ ექსტრემისტულ პოზიციებს იზიარებს. აქ გონიერი, წესიერი, წესრიგის მოყვარული და განათლებული ხალხი დადის, ნამდვილი მუსლიმები“ - ამბობს მეჩეთის იმამი.

ერთ-ერთმა მლოცველმა, რომელმაც ჩაწერაზე უარი განაცხადა, თქვა, რომ მას ტამერლანი ამერიკის დაზვერვის აგენტიც კი ეგონა. ასეთ ჭორებს მახაჩყალაში უფრო ტამერლანის დედა, ზუბეიდატი ავრცელებდა. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ზუბეიდატმა ახსენა დაღესტნელი ბიძაშვილი, მუჰამედ კარტაშოვი, პრო-შარიათული დაჯგუფების „სამართლიანთა კავშირი“ ხელმძღვანელი, რომელმაც ტამერლანზე დიდი გავლენა იქონია.

მახაჩყალიდან 2 საათის მანძილზე მდებარე დასახლებაში ამერიკის ხმა რასიმ იბადანოვს შეხვდა, „სამართლიანთა კავშირის“ ლიდერს. მას კარგად ახსოვს ტამერლან ცარნაევი. ბედნიერი, იუმორით სავსე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა თურმე.

პირველად რომ შევიტყვეთ საინფორმაციო წყაროებით, რომ ეს ტამერლანი იყო, ინფორმაცია ჩვენთვის შოკი გახდა“ - ამბობს ორგანიზაციის ლიდერი. ის შარიათის კანონის პროპაგანდას ეწევა, თუმცა ამავე დროს ძალადობასაც ემიჯნება.

„ჩვენ შარიათის კანონით ცხოვრებას ვქადაგებთ, მაგრამ დესტაბილიზაციის, ან მთავრობის გადაგდებისკენ არავის მოვუწოდებთ. უბრალოდ საკუთარ აზრს ვუზიარებთ ყველას“ - აღნიშნავს რასიმ იბადანოვი.

ტამერლანის მთავარ კონტაქტს, მუჰამედ კარტაშოვს ამერიკის ხმა ვერ დაუკავშირდა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მუჰამედი ციხის საავადმყოფოში იმყოფება და ცემით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს. რასიმ იბადანოვის თქმით, მუჰამედს ადგილობრივი ხელისუფლება ტამერლანის რადიკალად ქცევაში ადანაშაულებს, მაშინ როცა მთელი მათი ორგანიზაცია ძალადობას ეწინააღმდეგება. რასიმს მიაჩნია, რომ ეს მათი დისკრედიტაციისთვის ხდება და მუჰამედი გამიზნულად იდეოლოგიურ ექსტრემისტად და რადიკალად გამოჰყავთ.

დაღესტანში ექსტრემისტული შეტევა თუ ანტიტერორისტული ოპერაცია ყოველკვირეული რეალობაა. მახაჩყალის გზაზე ჩირკს მოკრავთ თვალს, გასულ წელს აგვისტოში იქ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერორისტულ აქტს 6 მუსლიმი ლიდერის დაღუპვა მოჰყვა. შემდეგ ბუინაკსკია, სადაც პოლიციის მანქანა ააფეთქეს. იმ აფეთქებაში 2 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე კი უსაფრთხოების ძალებმა იქვე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ექსტრემისტის საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს.

ზარიმა ბაგავიტდინოვა მახაჩყალაში კონსერვატიულად განწყობილ მუსლიმთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. სახლის აფეთქების შესახებ მას ოფიციალური წყაროებისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვს.

(Zarema ACT)
დამირეკეს და მატყობინებენ, რომ საცხოვრებელ სახლში ვითომ ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. მერე კი თქვეს, რომ განეიტრალება ვერ მოახერხეს და მთლიანად სახლი ააფეთქეს“ - ყვება უფლებადამცველი.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ტამერლან ცარნაევს რადიკალური შეხედულებები სწორედ დაღესტანში ვიზიტის შემდეგ ჩამოუყალიბდა და შემდეგ ინტერნეტზე მოიძიებდა ხოლმე მასალებს. ასეთი შეხედულება გასაკვირი არ არის, ვინაიდან დაღესტანი სწორედ ის ადგილია, სადაც რელიგიური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას ბომბებით ცდილობენ.
XS
SM
MD
LG