ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: რუსეთთან გადატვირთვა არ არსებობს


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ რუსეთთან არანაირი გადატვირთვა არ არსებობს და რომ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების დაჰაკვის უკან რუსები დგანან, რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან გარანტირებული ურთიერთობების ნიშანი არ არის.

ამავდროულად ისევ ჩნდება კითხვები ლონდონში ბაზირებული უსაფრთხოების აგენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც ტრამპის კამპანია ახლო კავშირში იყო რუსეთთან.

კერძო გამოძიება ლონდონში აღმავალი ბიზნესია. რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელებული ანგარიში ერთ-ერთმა ასეთმა სააგენტო Orbis Business Intelligence-მა მოამზადა. ანგარიშში მოყვანილი მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია დონალდ ტრამპმა, არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე უარყო.

„არ არსებობს გადატვირთვის ღილაკი. ჩვენ ან შევძლებთ თანამშრომლობს ან ვერ შევძლებთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ, მაგრამ ასევე არსებობს შანსები ეს არ მოხდეს,“ განაცხადა ტრამპმა.

ანალიტიკოსებისთვის ეს პირველი ნიშნებია იმ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების დათბობას გულისხმობდა.

ალან მენდოზა, ჰენრი ჯექსონის საზოგადოებიდან, ამბობს, რომ პრეს-კონფერენციაზე სამომავლო ურთიერთობის სხვა ასქპექტები გამოჩნდა: „კამპანიის მსვლელობისას პუტინისადმი მოთაფლული რიტორიკა გვესმოდა, რასაც კრემლიც მიესალმებოდა. ახლა სხვა კუთხეც დავინახეთ. ამ პრეს-კონფერენციას, შესაძლოა, კრემლში აფორიაქებაც გამოეწვია.“

კონფერენციაზე გაჟღერებულ პოზიციებს დიდ ცვლილებად მიიჩნევს ილია კრავჩენკო, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან:

„ტრამპი რუსეთზე ბევრს საუბრობდა. არ მგონია კრემლში ვინმეს, განსაკუთრებით პუტინს, გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ტრამპი მისი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა.“

„ორბისის“ მიერ გამოქვეყნებულ დოსიეს კრიტიკოსებიც ჰყავს

„უმრავლესობას ამ ანგარიშის არ სჯერა. ამ ანგარიშში ბევრი უზუსტობა აღმოაჩნეს,“ ამბობს მენდოზა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა პუტინის ყურადღება მომავალი პრეზიდენტის უშიშროების სამსახურებთან ურთიერთობისკენ იქნება მიმართული.

XS
SM
MD
LG