ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გამარჯვების ეკონომიკური “ეფექტი”


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის დაწინაურებამ უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესში, საბოლოო გამარჯვებამდე მოახდინა. ბირჟაზე აქციების ფასები 270 ნიშნულით დაეცა, დოლარი გაუფასურდა და საწვავის ფასებიც დავარდა.

ევროპის ბირჟებზე დღეს გამთენიისას 2.7-პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, იაპონიაში - 5.4, აზიის ბირჟებზე კი - 2.3. პარალელურად 3.7 პროდენტით გაიზარდა ოქროს ფასი. მილიარდერი ინვესტორი, ტრამპის მხარდამჭერი კარლ იკანი ამბობს, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ბიზნესზე დაწესებულ რეგულაციებს შეამცირებს და საბოლოო ჯამში ეს ყოველივე ბიზნესის წარმატებით განვითარებას დაეხმარება.

XS
SM
MD
LG