შეერთებული შტატები და რუსეთი პრეზიდენტების მეორე სამიტზე მუშაობენ. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრეს-სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი აკეთებს.
სანდრესმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს ვაშინგტონში პრეზიდენტ პუტინის დაპატიჟება დაავალა. სანდერსის თქმით, პუტინი ვაშინგტონს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ეწვევა.
ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორმა დენ ქოუთსმა განაცხადა, რომ სპეციალური სამსახურები, პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით, პოტენციურ საფრთხეებს შეისწავლიან და ამ ინფორმაციას პრეზიდენტს წარუდგენენ.
ეს განცხადება პრეზიდენტების პირველი შეხვედრიდან სამ დღეში გაკეთდა. პრეზიდნეტების პირველ სამიტს ამერიკაში კრიტიკულად ეხმაურებიან.
Facebook Forum