ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაასახელა


პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად კონსერვატორი ბრეტ კავანა წარადგინა. კავანა შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა კოლუმბიის ოლქში.

მოსამართლე კავანა უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ენტონი კენედის ადგილზეა წარდგენილი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ პენსიაში გადის. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კავანა კარიერის ადრეულ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში სწორედ მოსამართლე კენედის თანაშემწე იყო.

მოსამართლე კენედიმ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 30 წელი იმსახურა. ის ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარადგინა.

პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატს სენატში დემოკრატიული პარტია შეეწინააღმდეგება.

მოსამართლე კავანა უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი მეორე მოსამართლეა. ერთი წლის წინ ტრამპის წარდგენით, სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნილ გორსაჩი დაამტკიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG