ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის პირველი განცხადებები საგარეო პოლიტიკაზე


დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებული შტატების საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეცვლას ჩქარობს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ ბრიფინგზე შონ სპაისერმა მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.

საგარეო პოლიტიკის შემცვლელი გადაწყვეტილებები ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში მიიღო, და პრეზიდენტის განკარგულებით შეერთებული შტატები აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულებას გამოეთიშა.

„ჩვენ გვინდა სამართლიანი ვაჭრობა. ქვეყნებს სამართლიანად მოვექცევით და ასეთივე უნდა იყოს მათი მიდგომა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მოსალოდნელია პოლიტიკის ცვლილება რუსეთთან მიმართებითაც, რაც არც თეთრი სახლის სპიკერს გამოურიცხავს.

„თუკი რომელიმე ქვეყანასთან თანამშრომლობით, იქნება ეს რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იქნება შესაძლებელი, ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებთ,“ განაცხადა სპაისერმა.

დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ერაყზე პრეზიდენტმაც ისაუბრა: „ჩვენ რომ ნავთობი შეგვენარჩუნებინა დღეს „ისლამური სახელმწიფო“ არ იარსებებდა. მათი ფინანსების წყარო ნავთობი იყო. ამიტომაც ნავთობი ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა,“ თქვა მან.

თემა, მოგვიანებით, მისმა სპიკერმა განავრცო: „მას სურს, რომ ამერიკამ თავისი შრომის და მსხვერპლის სანაცვლოდ რამე მიიღოს.“

სპაისერი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს და დაზვერვის მაღალჩინოსნებს შორის უთანხმოებაა.

„ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის. შეხვედრის აუდიო-ჩანაწერისთვის რომ მოგესმინათ მათ აღფრთოვანებას გაიგებდით,“ თქვა მან.

სპაისერი სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო ტერიტორიებსაც შეეხო, სადაც, მისი თქმით, ამერიკა თავისი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. t

XS
SM
MD
LG