ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევროკავშირი საგანგებოდ შეიკრიბა


ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრა მოაწყვეს. კვირას საღამოს ბრიუსელში გამართული შეკრების მთავარი თემა ამერიკის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობის მომავალი იყო.

შეხვედრის ინიციატორი იყო ფედერიკა მოგერინი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. მოგერინის თქმით, ევროპის კავშირი მტკიცედ დგას კლიმატური ცვლილებების თაობაზე პარიზის შეთანხმების და ირანის ბირთვული შეთანხმების დასაცავად. საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ორივე შეთანხმება არაერთხელ გააკრიტიკა.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ვიდრე ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობების მომავალი გაირკვევა, საერთაშორისო ურთიერთობებში ევროპის როლის გაძლიერებისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები კი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მომავალ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG