პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთ კორეის მიმართ მკაცრ პოზიციას იკავებს, მაგრამ ჩინეთთან უფრო რბილ პოზიციას ირჩევს
პრეზიდენტ ტრამპის მიერ სამხრეთ კორეის მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ, რომელიც ანტი-სარაკეტო დაცვის სისტემას და ვაჭრობას შეეხებოდა, შეიძლება სეული-ვაშინგტონის ურთიერთობაში განხეთქილება გამოიწვიოს.
ეს განსაკუთრებით სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუკი მომავალ კვირას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით ლიბერალი კანდიდატი მუნ კაი გაიმარჯვებს.
კვირას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებები უკვე ნაკლებ კატეგორიული იყო. საუბარია ამერიკის არმიის ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის საფასურის გადახდაზე. არსებული შეთანხმებით სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებული ანტისარაკეტო კომპლექსის ხარჯებს სრულად შტატები უზრუნველყოფ, თუმც აგასულ კვირას დონალდ ტრამპმა სეულს ხარჯების თავის თავზე აღებისკენ მოუწოდა. რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
Facebook Forum