ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად, ვიეტნამში ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვიეტნამის დედაქალაქში ჩავიდა. დონალდ ტრამპი ჰანოიში კიმ ჩენ უნს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უნდა შეხვდეს, რომელიც უკვე ვიეტნამში იმყოფება. მათ შორის ორდღიანი უმაღლესი დონის მოლაპარაკება იგეგმება.

ეს ორი ქვეყნის ლიდერთა რიგით მეორე ისტორიული შეხვედრა იქნება, რომელზეც მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ გაიმართება. ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი შეთანხმება შედგება. მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ბირთვული განიარაღების გარეშე, ღარიბ ჩრდილოეთ კორეაში არაფერი შეიცვლება და ამიტომ "მეთაური კიმი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს".

პირველი შეხვედრის შემდეგაც, რომელიც სინგაპურში გაიმართა, ამერიკის პრეზიდენტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მან განაცხადა, რომ "ჩრდილოეთ კორეიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს".

დაპირების მიუხედავად, დასავლეთის წყაროები ადასტურებენ, რომ ფხენიანს ბირთვული აქტივობა არ შეუწყვეტია. თუმცა, პრეზიდენტ ტრმპის თქმით, ისიც დიდი მიღწევაა, რომ რაკეტების გამოცდა მას შემდეგ აღარ მომხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG