ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CNN: „ტრამპი საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება თანხით, რომელსაც ნატოში შენატანის შემცირებით დაზოგავს“


პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიურ ბიუჯეტში, ფინანსური კონტრიბუციას 22%- დან 16%-მდე შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკული მედია, მათ შორის, ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

საუბარია ალიანსის საორგანიზაციო ხარჯების ბიუჯეტზე და არა წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტზე, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს.

პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, CNN იუწყება, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, დაზოგილი თანხით, ევროპაში, შეერთებული შტატების სხვა სამხედრო და უსაფრთხოების ძალისხმევებს შეუწყობს ხელს. მათ შორის, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ნატოს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, რომლებიც რუსეთთან წინა ხაზზე მდგომად მიიჩნევიან.

თეთრმა სახლმა, ალიანსთან საერთო ბიუჯეტში შენატანის შემცირების საკითხი უკვე განიხილა. ამ ნაბიჯით, შეერთებული შტატები საკუთარ ფინანსურ კონტრიბუციას, თითქმის გაუთანაბრებს გერმანიის შენატანს. გერმანიის შენატანი, ალიანსის კოლექტიურ ბიუჯეტში 14,8 პროცენტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG