ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანებით ვაჭრობა საქართველოსა და მსოფლიოში


new trafficking image
new trafficking image

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებს ყველაზე მეტად ამ კუთხით, მესამე კალათის 23 ქვეყანა არღვევს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და სირია მოხვდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ ადამიანებით ვაჭრობა მრავალ მილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 20 მილიონ ადამიანს ართმევს თავისუფლებას.

საქართველო პირველ კალათაში

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პირველ კალათაში ათავსებს და ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობა სრულიად ასრულებს ტრეფიკინგის აღკვეთისთვის მინიმალურ მოთხოვნილებებს“ და „განგრძობითი და სერიოზული ძალისხმევიდან“ გამომდინარე „საქართველო რჩება პირველ კალათაში.“

საქართველო არის წყარო, ტრანზიტი და დანიშნულების ადგილი ქალების და გოგოების სექს-ტრეფიკინგისა

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის წყარო, ტრანზიტი და დანიშნულების ადგილი ქალების და გოგოების სექს-ტრეფიკინგისა. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ქალები და გოგონები იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და თურქეთში, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აქვე ნათქვამია, რომ გვხვდება „კაცების, ქალების და ბავშვების იძულებით შრომის შემთხვევები.“ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანად იყენებენ ცენტრალური აზიიდან თურქეთში, ქალთა ექსპლუატაციის დანაშაულებრივ სქემებში.

ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებზე ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს,

ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებზე ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, სამართალდამცავების ქმედებები არ გაძლიერებულა და სამართალდამცავმა ორგანოებმა „უფრო ნაკლები მსხვერპლი გამოავლინეს.“ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017-2018 წლისათვის, მის მუშაობას გამოძიების წარმოების და მოწყვლადი მოსახლეობის გამოვლენის კუთხით, და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა ცნობიერების გაზრდისთვის საჭირო კამპანია.

ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოში მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ ხდება და რომ ხშირია „ქუჩაში ბავშვების ექსპლუატაცია, როდესაც მათ აძალებენ შემწეობის თხოვნას და დანაშაულის ჩადენას.“

ქართველი ქალები და გოგონები იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და თურქეთში, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ასევე, გვხვდება „კაცების, ქალების და ბავშვების იძულებით შრომის შემთხვევები.“

კვლევაში ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში, თუმცა საქმის დეტალები დაზუსტებული არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში განიხილავს, საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მშვიდობისმყოფელი ნაწილების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების გამოძიების საქმეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა „სრულყოფილი გამოძიება“ და ესაუბრა „მოწმეებსა და დაზარალებულებს, რის შედეგადაც განაცხადა, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ არ ქონია ადგილი სექსუალური ძალადობის ფაქტს.“ თუმცა აქვე დაზუსტებულია, რომ „მთავრობას საბოლოო ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია“ და გაუგებარია „ადგილი ჰქონდა თუ არა ტრეფიკინგის დანაშაულს“.

ტრეფიკინგი მსოფლიოს გარშემო

2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ტრეფიკინგისთვის 10,000 ადამიანი იქნა ბრალდებული, მაშინ როდესაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოს გარშემო ათობით მილიონს აღწევს.

ადამიანებით ვაჭრობა მრავალ მილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 20 მილიონ ადამიანს ართმევს თავისუფლებას.

ამ წლის ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის რეიტინგი ჩრდილოეთ კორეას და სირიას გაუთანაბრა. „[ჩინეთის რეიტინგის შემცირება] გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩინეთის მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამს, რათა აღკვეთოს მისი მონაწილეობა ტრეფიკინგში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.

ჩინეთის რეიტინგის მკაცრი შეფასება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პეკინის ადამიანის უფლებების დარღვევების უფრო ხმამაღალი კრიტიკის ნაწილია. პეკინი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებებს. ვაშინგტონი ამბობს, რომ ამ ანგარიშის მიზანი სიტუაციის გაუმჯობესებაა. ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა რვა ადამიანი დააჯილდოვა მათი მცდელობისთვის ებრძოლონ თანამედროვე მონობას.

ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა რვა ადამიანი დააჯილდოვა მათი მცდელობისთვის ებრძოლონ თანამედროვე მონობას.

„ჩვენ აქ ჩვენი და გუნდური მუშაობით გაწეული სამსახურის გამო ვართ. როდესაც ადამინებით ვაჭრობის სიბოროტეს ვაწყდებით, ჩვენ გვაქვს ორი გზა-არაფერი არ გავაკეთოთ ან ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბუმ მოსბიმ ტაილანდიდან, რომელიც ერთ-ერთია დაჯილდოვებულთა შორის.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის თავად პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილმა ივანკამ, სამშაბათს მოუწოდეს ქვეყნებს, რომ ტრეფიკინგის დანაშაულებზე თვალი არ დახუჭონ.

„ამა წლის ანგარიში აჩვენებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც თითოეულ მთავრობას აქვს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე ის აძლევს საშუალებას ქვეყნებს გაეცნონ იმ პრაქტიკას, რომელსაც სხვა ქვეყნები იყენებენ და შესაბამისად, ყველაზე წარმატებული სტრატეგია და ტაქტიკა დანერგონ“, - განაცხადა ივანკა ტრამპმა.

იმ ქვეყნებს, რომლებსაც ადამიანებით ვაჭრობის კუთხით ყველაზე ცუდი შეფასება აქვთ შესაძლოა აეკრძალოთ ამერიკის კულტურულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG