ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი მორისონი მშვიდ გარემოში გარდაიცვალა


ტონი მორისონი, ამერიკელი მწერალი
ტონი მორისონი, ამერიკელი მწერალი

ნობელის პრემიის ლაურეატი ტონი მორისონი, რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში თავისუფლების და რასობრივი უთანასწორობის წარმოჩენის თვალსაზრისით ტრანსფორმაცია მოახდინა, 5 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდი მწერლის გარდაცვალების შესახებ, საზოგადოებას გამომცემელმა ალფრედ კოფმა აცნობა. მისი თქმით, მორისონი საავადმყოფოში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.

გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ კოფმა მორისონის ოჯახის განცხდება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “ის უკიდურესად თავდადებული დედა, ბებია და დეიდა იყო, რომელსაც ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. უნაკლო მწერალი, რომელიც თითოეულ სიტყვას, როგორც განძს ისე ეპყრობოდა, იქნებოდა ეს საკუთარი თუ სხვისი, ყოველთვის კითხულობდა და როცა საკუთარ ნაწარმოებებს წერდა, თითქმის ყოველთვის სახლში იყო.”

მორისონმა პირველი რომანი “ყევლაზე ცისფერი თვალი” 40 წლის ასაკში გამოაქვეყნა. მომდევნო 20 წლის მანძილზე მან სულ 6 რომანი დაწერა. 1993 წელს მან ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში “ძლიერი ხედვისა” და “ენის გათავისუფლების სურვილისთვის,” რომელიც შავ და თეთრკანიან ადამიანებს ერთმანეთს აშორებს.

მორისონი პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრესტიჟული პრემია მიენიჭა.

მორისონმა მსოფლიოს დაანახა იმ ადამიანების პირადი ცხოვება, რომელთა შესახებაც ბევრს არაფერი სმენია და რომელთა არსებობის აღიარება ბევრს არ სურდა. ის წერდა შავკანიანთა ისტორიაზე და რასობრივ უთანასწორობაზე. მისი თოთოეული ნაწარმოები იყო პოეზიის, ტრაგედიის და ძველი კეთილი ამბის უზადო ნაზავი, წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი.” მორისონი, თავის შემოქმედებაში აერთიანებდა უამრავ სხვადასხვა მეთოდს, იქნებოდა ეს აფრიკული ლიტერატურა, ბიბლია თუ გაბრიელ გარსია მარკესი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG