13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით უკვე 9 პაციენტი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდით 102 ადამიანია გარდაცვლილი.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 ადამიანიდან 5 აჭარაში დაიღუპა, მისივე ინფორმაციით, 9-ვე დაღუპულის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
„კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაშია. აქტიური შემთხვევაა 5974 და მათგან 50 პაციენტი - კრიტიკულად მძიმეა, 7 - გადმოყვანილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო 1 - ცხინვალის რეგიონიდან.
569 ახალი ინფიცირებულიდან ყველაზე მეტი შემთხვევა 207 კვლავ აჭარაშია. თბილისში - 168, იმერეთში - 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25, გურიაში - 8, მცხეთა მთიანეთში - 5, კახეთში - 5 და სამცხე -ჯავახეთში - 3“, - აღნიშნა ენდელაძემ.
13 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 12 841-ს მიაღწია.