ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამ ამერიკელ სენატორს კოვიდ-19 დაუდასტურდა


სამმა ამერიკელმა სენატორმა, როჯერ ვიკერმა, ჯონ ჰიკენლუკერმა და ანგუს კინგმა განაცხადა, რომ რომ მათ კოვიდ-19 დაუდასტურდა. სამივე მათგანი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულია.

69 წლის დემოკრატი სენატორი ჰიკენლუკერი „ტვიტერზე“ წერს - „დამიდასტურდა კოვიდ-19. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით იზოლაციაში ვარ. მადლიერი ვარ ვაქცინის.“

თავს ასევე კარგად გრძნობს 70 წლის რესპუბლიკელი სენატორი ვიკერი. სენატორის თანაშემწეების ინფორმაციით, მას მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.

„თავს დიდებულად არ ვგრძნობ, მაგრამ დანამდვილებით გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე ვაქცინის გარეშე შეიძლებოდა ვყოფილიყავი“ - წერს კიდევ ერთი ინფიცირებული სენატორი, 77 წლის კინგი.

სენატი შვებულების შემდეგ მუშაობას 13 სექტემბერს განაახლებს.

GovTrack-ის მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე კოვიდ-19-ით წარმომადგენელა პალატისა და სენატის 70 წევრზე მეტი დაინფიცირდა.

თებერვალში, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ამერიკელი კონგრესმენი, 67 წლის რონ რაითი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG