ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეზნიკოვი: "ათასობით, ათასობით რუსი მოკვდება უკრაინაში"


უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი რუსებს აფრთხილებს და ეუბნება, რომ უკრაინაში ომის დროს იმდენივე რუსი სამხედრო მოკვდება, რამდენიც ჩეჩნეთის ორივე ომის დროს.

"ათასობით, ათასობით რუსი მოკვდება უკრაინაში",-თქვა რეზნიკოვმა და რუსებს მოუწოდა, გამოვიდნენ თავიანთი ქვეყნის ქუჩებში და ომის დასრულება მოითხოვონ.

"გადამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასია თქვენთვის. არ გააგზავნოთ ისინი გარდაუვალ სიკვდილზე! მათ მოკლავენ უკრაინის ყველა ქალაქის ყველა ფანჯრიდან",- თქვა მინისტრმა.

ამ დროისთვის რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქს, კიევს უტევენ. დილით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შევიდა ქალაქის დასაცავად.

მან კიეველებს მოუწოდა, არ გადაიღონ და სოციალურ ქსელებში და არ განათავსონ მძიმე ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია.

დენისენკოს განმარტებით, კიევში მოხალისეებზე უკვე გაცემულია 18 ათასი ავტომატი. უკრაინის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის კიევი გაწმენდილია დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისგან. უწყების თანახმად, კიევში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა დაძაბულობა რჩება.

XS
SM
MD
LG