"საკუთარი რეჟიმის დასამყარებლად, ვლადიმირ პუტინი თავისი წინამორბედების დატოვებული მემკვიდრეობით მანიპულირებდა - ჩამოშლილი ინსტიტუციებითა და ეკონომიკური სისტემით. ახლა პუტინი საკუთარი თავის მემკვიდრე უნდა გახდეს."
ალექსანდრე ბაუნოვი, „კარნეგის მოსკოვის ცენტრი“
ბოლო დროს გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების გამო, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ახალი „პერესტროიკის“ უნებლიე ნათლია გახდეს. მოსაზრებებს ამის შესახებ „კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის" უფროსი მკვლევარი და ორგანიზაციის ონლაინ გამომცემის მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ბაუნოვი გამოთქვამს.
ბაუნოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მას რუსეთის უბადლო მმართველად საზოგადოების მისდამი რწმენა აქცევს. მართვისთვის კი ის რკინის ხელს არ იყენებს. პუტინი ამ ილუზიას ქმნის და თითქოს, რუსულ საზოგადოებასთან, ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება აქვს. თუმცა, განუსაზღვრელი ვადით მმართველობის დეკლარირებით, მან ეს შეთანხმება დაარღვია.
მკვლევარი მსჯელობს, კონკრეტულად, რა გარემოებები შეიძლება გამხდარიყო ვლადიმირ პუტინისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, ხელისუფლებაში მუდმივ მმართველად დარჩეს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დაწყების შემდეგ, კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებიც კი ამბობობდნენ, რომ ეს 2024 წლისთვის, მემკვიდრის ძიების დასაწყისი იყო - თუმცა მემკვიდრის ძიების ილუზია, მხოლოდ ფასადი აღმოჩნდა,“ - ამბობს მკვლევარი.
ბაუნოვი ამბობს, რომ პუტინს ამ ცვლილებამ რუსეთის პოლიტიკურ კლასთან მოულოდნელი დაძაბულობა შეუქმნა. რუსული პოლიტიკური ელიტის მაღალი ეშელონებისთვის „2024 წლის პრობლემა“ პუტინს არასდროს უკავშირდებოდა. მათთვის ეს საკითხი, უფრო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ეხებოდა. მანამდე კი, ვიდრე პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რუსული პოლიტიკური ელიტა ორიენტირებული სხვა რეალობაზე იყო. მათ მიაჩნდათ, რომ ელიტა საკუთარი კოლექტიური ძალაუფლების შენარჩუნებას, პუტინის მიერ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის გარეშე შეძლებდა.
მკვლევარი ამბობს, რომ თავად პრეზიდენტისთვის, თანამედროვე რუსეთი პუტინის გარეშე არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ არსებობს სხვა, ვინც ამ მანქანის მართვას შეძლებს. ასე რომ, მან უარყო 2024 წლისთვის, საკუთარი მრჩეველების მიერ შეთავაზებული რთული კონსტიტუციური მანევრები და მარტივი და უხეში გზა აირჩია - დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე.
"გორბაჩოვის შეცდომების შიში"
მკვლევარი პუტინის გადაწყვეტილებას მისივე შეხედულებებით ხსნის - „პასუხის მისაღებად, საკმარისია მეოცე საუკუნის რუსეთის მიმართ, პუტინის შეხედულებებს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადავავლოთ თვალი. მის შეხედულებებს ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ, რომელიც მან ორი წინამორბედი პრეზიდენტისგან მიიღო - ბორის ელცინისგან და მიხეილ გორბაჩოვისგან. მისი შეხედულბებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ცდილობს თავი აარიდოს „პერესტროიკის შეცდომებს“, საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რესტრუქტურიზაციას, 1980-იანი წლების ბოლოდან, 90-იანი წლების დასაწყისში. მას ეშინია ახალი „პერესტროიკის“. ის შიშობს არ აღმოჩნდეს „პერესტროიკა-2-ში.“
ბაუნოვი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქის, საბჭოთა კავშირის მიღწევების შესახებ ხშირად საუბრობს, პუტინი არ არის ნოსტალგიურად განწყობილი და არ ცდილობს მის აღდგენას. ვლადიმირ პუტინმა 2005 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევას „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“. თუმცა, ამასთან ერთად, ასევე ამბობს, - „თუ ვინმეს, საბჭოთა კავშირის ძველი ფორმით აღდგენა სურს, თავი დაუკარგავს“.
ავტორი აცხადებს, რომ პუტინი უფრო ანგარიშიანია და მომხდარს დეტალურად უდგება. ბევრი საბჭოთა ბიუროკრატის მსგავსად, მან მწარე გამოცდილებით იცის, რატომ დაიშალა ასე სწრაფად - 1985 დან, 1991 წლებამდე, „ძლევამოსილი“ საბჭოთა კავშირი. ის ორთოდოქსი კომუნისტებისგან და საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანებისგან განსხვავებულად ფიქრობს. ორთოდოქსი კომუნისტები ფიქრობენ, რომ ყველაფერი „გორბაჩოვის ღალატის“ შედეგია. ვლადიმირ პუტინი კი შეთქმულების თეორიებს არ იზიარებს. ის არ ფიქრობს, რომ გორბაჩოვი პირადი ინტერესებით, განგებ წავიდა დასავლეთთან შეთანხმებაზე, რამაც საბჭოთა კავშირი დაანგრია. პუტინი იზიარებს შეხედულებას, რომ გორბაჩოვი დამნაშავეა, რადგან მან სათანადოდ არ დაიცვა ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტები, კრიზისისგან.
როგორც ჩანს, 2020 წელს, „პერესტროიკა“ კვლავ აქტუალური საკითხი გახდა. პუტინი და მისი ზოგიერთი მრჩეველი აცნობიერებს, რომ რაღაც ტიპის რეფორმა საჭიროა, როგორც ეს 1985 წელს მოხდა. მაგრამ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი ამჟამინდელი ეკონომიკური ვარდნიდან ამოვიდეს? ამ საკითხებზე, მმართველი ძალა ძალიან ფრთხილად მსჯელობს, რათა რაიმეში პუტინის ბრალეულობა არ გამოიკვეთოს.
მკვვლევარის დაკვირვებით, საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების გათვალისწინებით, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ სიტყვა სტაბილურობის გამოყენება შეწყვიტა. „სტაბილურობა, წლების განმავლობაში მათი მთავარი სლოგანი იყო. ეს სლოგანი ხაზს უსვამდა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, რაც პუტინის თქმით, მან 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანას მოუტანა. მაგრამ, ახლა საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ რუსული საზოგადოება იმდენად აღარ აფასებს „სტაბილურობასა“ და სტატუს კვოს, როგორც რამდენიმე წლის წინ. საზოგადოებას ცვლილებები სურს, მაგრამ პოლიტიკური ელიტის ლექსიკონში სიტყვა „რეფორმა“ აკრძალულია. ვერავინ ბედავს, ბოლო ორ ათწლეულში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებში პუტინი დაადანაშაულოს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ იყენებს პუტინი ასე ხშირად სიტყვას „მიღწევა“ - თუმცა, ეს სლოგანი რუსული საზოგადოების გულთან ვერ მიდის.
სლოგანების ცვლა პრობლემას ვერ წყვეტს. „სტაბილურობის“ ნაცვლად „მიღწევები“, კვლავ წარსულს ნიშნავს. ბევრ რუსს, ეს ყველაფერი გორბაჩოვის 80-იანი წლების სლოგანს ახსენებს – „დაჩქარება“ – რაც, საბჭოთა ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს შექმნილი „სტაგნაციის“ შემდეგ, საბჭოთა სისტემის ძრავის ახლიდან ამუშავების შესახებ მოწოდება იყო.
"ტანდემის გაკვეთილები"
პუტინს უკვე აქვს მმართველობის მემკვიდრისთვის გადაცემის გამოცდილება. ეს 2008 წელს მოხდა, როცა ის კონსტიტუციურ ვადას დაემორჩილა და საკუთარი მრჩეველი და მეგობარი, დმიტრი მედვედევი პრეზიდენტი გახდა. პუტინი გვერდზე გადგა - პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავა, რითაც გარკვეული სარგებელი მიიღო. ის სახელმწიფოს მეთაურის ძალიან დამღლელი, ოფიციალური მოვალეობებისგან გათავისუფლდა.
თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი, მედვედევთან 2008-2012 წლების ტანდემით კმაყოფილი არ იყო. მათ შორის ურთიერთობა, მთლიანად ეყრდნობოდა არაფორმალურ შეთანხმებებსა და არაოფიციალურ ვალდებულებებს. მედვედევი პუტინის ერთგული დარჩა, თუმცა პრემიერ მინისტრის გადაყენების კონსტიტუციური უფლება ფორმალურად, მაგრამ მაინც შეინარჩუნა.
პუტინის გადმოსახედიდან, დიდი პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როცა მედვედევის საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა და გადასაწყვეტი იყო, ვინ გახდებოდა რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი, 2012 წელს.
2011-2012 წლებში, მოსკოვის ქუჩებში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები ამბობდნენ, რომ მასობრივი დემონსტრაციები პასუხია პუტინის ძლიერი ხელით გამოწვეულ „სპაზმზე“, რაც მისმა დამამცირებელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია - კვლავ დაბრუნებულიყო კრემლში. თავად პუტინი და მისი ახლო გარემოცვა კი ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ორი რამის შედეგი იყო - პირველი, ზედმეტი ძალაუფლების დათმობის და მეორე, პოლიტიკური ელიტის ორ ბანაკად დაყოფის. პოლიტიკური ელიტა კი მედვედევის პოსტზე დარჩენისა და ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების მომხრეებად დაიყო. ანალიტიკოსები ამას ერთგვარ „ორხელისუფლიანობად“ აღიქვამდნენ - ორი ძალას, სახლემწიფოს სათავეში.
მკვლევარი ფიქრობს, რომ პუტინს აღელვებდა ძალაუფლების გადაცემა პირისთვის, რომელიც მისი აზრით, რუსეთში სტაბილურობას ვერ შეინარჩინებდა. მედვედევი კი, რამდენადაც პუტინის ერთგული იყო, იმდენად უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს პრეზიდენტის პოსტზე და პრეროგატივებში, რასაც პრეზიდენტობა ანიჭებდა. მან კრემლში შემქნა გარემოცვა, რომლის წევრებიც, მხოლოდ მასთან იყვნენ პასუხისმგებელნი.
დასავლეთში ბევრს ხიბლავს მედვედევის მარიონეტად წარმოჩენა. ბაუნოვი კი ფიქრობს, რომ სინამდვილეში პუტინის ერთგვარად ჩრდილში გადასვლის გადაწყვეტილებამ, მედვედევს საკმარისი თავისუფლება მისცა იმისთვის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიეღო, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილებით, დასავლელი ლიდერების ნაწილს, მედვედევი პუტინის უფრო პროგრესულ ალტერნატივად წარმოედგინა.
2009 წელს, მოსკოვში ბარაკ ობამას პირველ ვიზიტამდე, თეთრი სახლის განწყობაში იგრძნობოდა, რომ ტანდემის დაშლა სურდა. „Associated Press”-თან ინტერვუში, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა - „დროა წვიდეთ წინ, სხვა მიმართულებით... ვფიქრობს მედვედევს ეს ესმის. ვფიქრობ, პუტინს ცალი ფეხი, საქმის კეთების ძველ გზაზე, ცალი კი ახალზე უდგას.“
მკვლევარის აზრით, ამგვარმა განცხადებებმა, პუტინსა და მის გარემოცვაში გააჩინა შიში, რომ „ორხელისუფლიანობამ“ დასავლეთს რუსეთში დესტაბილიზაციის შექმნის საშუალება მისცა. ამას კი, ძალაუფლების ერთ ნაწილზე გამარჯვებით შეძლებდნენ. ძალაუფლება კი იყოფოდა მედვედევის „რეფორმატორთა“ და პუტინის „კონსერვატორთა“ ბანაკებად.
"ელცინის აჩრდილი"
მთავარი განსხვავება პუტინსა და პუტინის მფარველისა და წინამორბედის, ელცინს შორის ის არის, რომ პუტინს ეშინია და უარყოფს დასავლეთს. ელცინმა, საბჭოთა კავშირის დანგრევა გათავისუფლებად, დასავლეთი კი პარტნიორად აღიქვა. მაგრამ, პუტინი ძველი კავშირის რეინკარნირებას ცდილობს, არა იმდენად პოლიტიკური ან ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენადაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით - რუსეთი, როგორც დასავლეთის საწინააღმდეგო პოლუსი.
სხვა მხრივ, ბაუნოვი, პუტინის რეჟიმს, ელცინის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს და ამას საერთი პოლიტიკური მიზნებით ხსნის, - ორივეს პოლიტიკური მოტივაცია ერთია - ძალაუფლების შენარჩუნება, არჩევნებზე მანიპულაციით და იპოზიციის უგულვებელყოფით. ელცინმა ეს რუსი ოლიგარქების დახმარებით შეძლო - რუსული ახლადწარმოშობილი კაპიტალიზმის, საკუთრების და საბაზრო ეკონომიკის დასაცავად. პუტინი კი ცდილობს დაიცვას, დასავლეთის წინააღმდეგ, ქვეყნის ნაწილობრივ აღდგენილი ძალა. ელიცინი მეტად ცდილობდა უფრო ახლოს ყოფილიყო, დემოკრატიისა და პოლიტიკური თავისუფლების დასავლურ სტანდარტთან, ვიდრე პუტინის აკეთებს ამას. მაგრამ, არც ელცინი და არც პუტინის არ განიხილავს, არჩევნების გზით, ძალაუფლება ოპონენტს გადასცეს - რადგან, ორივეს მმართველობის სტილიის შემთხვევაში, ეს განიხილება არა როგორც პიროვნულ მარცხად, არამედ რუსეთის მარცხად.
პუტინმა კარგად იცის, რომ გასული საუკუნის თითქმის ყველა რუსი მმართველი - ხრუშოვიდან, ბრეჟნევამდე და გორბაჩოვიდან, ელცინამდე, საკუთარ წარმატებაზე საბრობდა და წინამორბედის შეცდომებს უსვამს ხაზსს ისე, რომ მის სახლს არც კი ახსენებს. პუტინს სურს ამ წრიდან გავიდეს.
ბაუნოვის თქმით, 2024 წელს, პუტინს არსებითად ორი არჩევანი აქვს - გადასცეს ძალაუფლება მემკვიდრეს, რომელიც მისი სრული კონტროლის ქვეში იქნება, ან თავად გახდეს საკუთარი მემკვიდრე და ხელისუფლებაში დარჩეს. ისტორიის მიმართ მისი დამოკიდებულება და წინამორბედების გამოცდილება - ალბათ ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც მან მეორე გზა აირჩია - თავად გახდეს თავისი მემკვიდრე.
მოსკოვში უკვე ბევრი საუბრობს 2024 წლის არჩევნების შესახებ, რომელიც, ალბათ, 2021 წლის დასაწყისში გაიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლევარი ფიქრობს, რომ პუტინის ფსონი დაფუძნებულია მტკიცე რწმენაზე, რომ მისი პერსონალური ძალა რუსეთს აძლიერებს და ახალი პერესტროიკის შესაძლებლობას ამცირებს.
„პარადოქსი კი ისაა, რომ მისი უსაფრთხო არჩევანით, როგორც საშინაო, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა რუსეთი შესაძლოა სტაგნაციის ახალ პერიოდში შეიყვანოს. ამით კი, შესაძლოა თავად გახდეს იმ „პერესტროიკის“ ნათლია, რომელსაც ასე გაურბის,“ - ამბობს მკვლევარი.
Facebook Forum