ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტის მეორე დღე


პაკისტანელები ხელისუფლების უმოქმედობას მოითხოვენ

პაკისტანში ბალუჯისტანის პროვინციაში უსაფრთხოების ძალების მობილიზებაა გამოცხადებული. პროვინციის გუბერნატორმა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა გააკრიტიკა.

ამის მიზეზი კი შაბათს მოხდარი ტერაქტია, რომლის დროსაც 80 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. გუბერნატორმა ზულფიქარ მაგსიმ განაცხადა, რომ პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ვერ შეძლეს ტერორისტების შეტევების შეჩერება. ტერაქტი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

ამასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები გაიმართა ქვეტაში, ყარაჩიში და ისლამაბადში. მოსახლეობა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმად თხოვს.
XS
SM
MD
LG