ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი შეერთებულ შტატებს სანქციების მოხსნას სთხოვს


სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები "ღრმადაა შეშფოთებული ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების შედეგად". მან ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ეს კრიზისი მანამდეც იყო დაწყებული, სანამ აგვისტოში თალიბანი ავღანეთში სამხედრო გამარჯვებას მოიპოვებდა და კონტროლს დაამყარებდა.

გასულ კვირას თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაქიმ ამერიკის კონგრესს "ღია წერილით" მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ამერიკა თალიბანს ფინანსურ სანქციებს არ მოუხსნის და ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ, დაახლოებით, 9 მილიარდ დოლარს ყადაღას არ მოხსნის, ავღანეთიდან ლტოლვილების მასიური ტალღა რეგიონის სხვა ქვეყნებს მიაწყდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG